ბენიტესი:„მადრიდის „რეალმა“ მხოლოდ 30 წუთი ითამაშა“
„სევილიასთან“ მარცხის შემდეგ, მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფენრეცია გამართა...
„თამაში სწორედ ისე დაიწყო, როგორც მსურდა, ფეხბურთელები სიტუაციას აკონტროლებდნენ და ნელ-ნელა გოლი „ცხვებოდა“. საბედნიეროდ, გავიტანეთ კიდეც, მაგრამ მეტოქემ კონსტექსტიდან აბსოლუტურად ამოგლეჯილი გოლი გაგვიტანა და წონასწორობა აღდგა. პირველ ნახევარში შესანიშნავად ვასპარეზობდით, შეიძლება ითქვას, რომ „ბლანკოსმა“ მხოლოდ ნახევარი საათი ითამაშა, შემდეგ კი ინიციატივა დათმო.“
„მეორე ნახევარში ყველაფერი აირია, შემდეგ კი გოლი კიდევ მივიღეთ, რასაც ლორენტეს გაბრწყინებას მოჰყვა. 3-1-ის შემდეგ, გუნდი მოიშალა, ხამესის გოლმა კი ვეღარ გვიშველა.“
„ხამეს როდრიგესი შესანიშნავი მოთამაშეა, რაც კიდევ ერთხელ დამტკიცდა, კოლუმბიელ ფეხბურთელს ძალიან უნდა გავუფრთხილდეთ.“
„რამოსის ტრავმამ ყველა დაგვამწუხრა. ჯერ-ჯერობით არ ვიცით, რა სახის სირთულესთან გვაქვს საქმე.“
„არ ვფიქრობ, რომ დაცვაში ცუდად ვითამაშეთ. რამოსმა კაპიტანი სრულფასოვნად ჩაანაცვლა, ფრანგი ფეხბურთელი ბევრ მომენტში სიზუსტით გამოირჩეოდა.“
„წინ „ელ კლასიკოა“, სადაც მაქსიმალური ყურადღება გვმართებს. ვფიქრობ, 10-15 დღე საკმარისია იმისათვის, რომ კარგად მოვემზადოთ. იმედი მაქვს, ჩემს მადრიდულ კარიერაში პირველად ისე მოხდება, რომ ნაკრებებიდან დაბრუნებული ფეხბურთელები სამკურნალოები არ იქნებიან და გუნდის დახმარებას შეძლებენ.“
- 9 ნოემბერი 2015
- 3 981
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.