"სევილიასთან" მეკარეთა როტაცია მოხდება
მადრიდის "რეალის" სასტარტო შემადგენლობაში ცვლილებები იქნება.
რაფა ბენიტესს იძულებით მოუწევს ცვლილების განხორციელება სასტარტო შემადგენლობაში. "სევილიასთან" მატჩში სამეფო კლუბის კარს კიკო კასილია დაიცავს. იგი მეორე მატჩს ჩაატარებს "ბლანკოსის" სასტარტო თერთმეტეულში.
"თეთრების" ოფიციალურმა პირველმა მეკარემ, კეილორ ნავასმა მცირე დაზიანება მიიღო და არასასურველი ფიზიკური კონდიციების გამო, ბენიტესმა მას დასვენების საშუალება მისცა.
Bernabeudigital.com
- 7 ნოემბერი 2015
- 2 738
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.