დელ ბოსკე: "გადაწყვეტილება რამოსმა უნდა მიიღოს"
დელ ბოსკეს განცხადებით, თუ სერხიო რამოსს თამაში არ სურს, მან მალე უნდა განაცხადოს ამის შესახებ.
"მადრიდის "რეალის" კაპიტანმა როგორც იქნა მოირჩინა მძიმე ტრავმა და მწვანე მინდორს დაუბრუნდა. მან "პსჟ"-ს წინააღმდეგ ითამაშა. ჩემპიონთა ლიგის მატჩში რამოსი საუკეთესო იყო დაცვის ხაზელთაგან. თუ მას დისკომფორტი კვლავ აწუხებს, შეუძლია მალე მაცნობოს ამის შესახებ და მას დასვენების საშუალებას მივცემ."
"მინდა აგრეთვე გესაუბროთ ნაჩო ფერნანდესზე. როდესაც იგი სამეფო კლუბის პირველ გუნდში გამოიძახეს, მას არავინ იცნობდა. თუმცა ახალგაზრდა ფეხბურთელის შრომისმოყვარეობის შედეგად იგი უამრავმა მადრიდისტამ შეიყვარა. ფერნანდესი ესპანეთის ნაკრების სამომავლო გეგმებში შედის."
Bernabeudigital.com
- 6 ნოემბერი 2015
- 5 169
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.