ბენზემას ვალბუენასთან კონტაქტი აუკრძალეს
დღეს, 24 საათიანი პატიმრობის შემდეგ, კარიმ ბენზემა ვერსალიას სასამართლოს წინაშე წარდგა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, გამოძიების დასრულებამდე, „რეალის“ ფეხბურთელს, თანაგუნდელ ვალბუენასთან ყოველგვარი კონტაქტი ეკრძალება.
როგორც იცით, საფრანგეთის პროკურატურაში, კარიმის მიმართ, სექსუალური შანტაჟის მუხლით არის აღძრული საქმე და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 5 წლიანი პატიმრობა ემუქრება მას.
გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელმა მართლაც აღიარა ურთიერთობა ვალბუენასთან, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მან, უბრალოდ, ინფორმაცია მიაწოდო მეგობარს და შანტაჟს ადგილი არ ჰქონია.
ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ როდის გაიმართება მომდევნო სასამართლო სხდომა.
MARCA
- 5 ნოემბერი 2015
- 6 613
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.