მარსელოს „ელ კლასიკოს“ გამოტოვების საფრთხე ემუქრება
მადრიდისტებისთვის ნამდვილად სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება, რომლის მიხედვითაც, მარსელო ვიეირას „ელ კლასიკოს“ გამოტოვება ემუქრება...
უკვე გადაწყვეტილია, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი ვერ ითამაშებს „სევილიას“ წინააღმდეგ, მის ადგილს „სანჩეს პისხუანზე“ სავარაუდოდ, ნაჩო ფერნანდესი დაიკავებს.
სრულფასოვანი გამოკვლევები ჯერ კიდევ მიმდინარეობს, მაგრამ ექიმების დაკვირვების საფუძველზე თამამად გამოდის დასკვნა, რომ განაპირა მცველი 1 თვის მანძილზე იუქმებს, მისი ტრავმა არც ისე მარტივი მოსარჩენია.
თუკი მედიკოსთა წინასწარი ვარაუდი დადასტურდა (99% აღაფერი შეიცვლება), მარსელოს „ელ კლასიკოში“ მონაწილეობის შანსი ნულს გაუტოლდება.
- 5 ნოემბერი 2015
- 3 411
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.