ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბენზემას საფრანგეთის ნაკრებიდან მოკვეთავენ?
კარიმ ბენზემას დაკავებამ მთელ ევროპაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია...
იმ შემთხვევაში, თუ კარიმს ბრალი დაუმტკიცდა, რომელიც თანაგუნდელი ვალბუენას შანტაჟს მოიცავს, საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, დიდიერ დეშამი მადრიდის „რეალის“ ფორვარდს ნაკრებიდან მოკვეთავს.
მიუხედავად იმისა, რომ ფრანგი ლეგენდა ბენზემას მიმართ დიდი სიმპატიებითაა განწყობილი, ის არ დაუშვებს ეროვნულ ნაკრებში მსგავსი პრეცენდენტის არსებობას.
საქმეში ჩართულია, როგორც მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობა, ასევე საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაცია.
ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ გარკვეული თანხის სანაცვლოდ, ბენზემას გაათავისუფლებენ, თუმცა როდის მოხდება ეს ფაქტი, ჯერ-ჯერობით უცნობია.
- 4 ნოემბერი 2015
- 5 344
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.