რამოსი:„უმძიმეს პაექრობაში მოვახერხეთ 3 ქულის მოპოვება“
სერხიო რამოსმა ლორან ბლანის გუნდის დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა...
„ურთულესი მატჩი იყო. საბედნიეროდ, 3 ქულის მოპოვება შევძელით, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორი გახლდათ. ოპონენტებს ბურთზე კონტროლი ჰქონდათ დამყარებული, რაც დამატებით პრობლემებს ქმნიდა. ვფიქრობ, ბედნიერები უნდა ვიყოთ, რადგან ასეთ რთულ მატჩში გავიმარჯვეთ.“
„ეს ფეხბურთია. არსებობს მატჩები, სადაც ჩვენი გუნდი შესაძლებლობების მაქსიმუმს ავლენს, არსებობს ბევრი დადებითი ასპექტი, თუმცა ხარვეზები დავინახეთ.“
„მარსელო ვიეირას ტრავმა უდიდესი დანაკლისია. ვიმედოვნებ, გუნდში ტრავმიანობას წერტილი დაესმება. ბრაზილიელი ფეხბურთელი ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა. წინ „ელ კლასიკო“ გველის, რომელსაც ოპტიმალური შემადგენლობით უნდა შევხვდეთ.“
- 4 ნოემბერი 2015
- 1 508
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.