მადრიდის „რეალმა“ დასკვნითი ვარჯიში გამართა
მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებმა უკვე დაასრულეს დასკვნითი ვარჯიში. „ბლანკოსი“ ხვალინდელი დაპირისპირებისთვის მზადყოფნაშია...
ბენიტესს გაცილებით ძლიერი შემადგენლობა ჰყავდა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ვარჯიშში მონაწილეობა არ მიუღიათ დანიელ კარვახალს, კარიმ ბენზემას და გარეთ ბეილს, რომლებიც დახურულ კარს მიღმა ინდივიდუალურად ემზადებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ კეილორ ნავასმა სრული დატვირთვა მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ „ბერნაბეუზე“ სამეფო კლუბის კარს სწორედ კოსტარიკელი კარის დარაჯი დაიცავს.
გუნდი სრულ მზადყოფნაშია. 100%-იანი დატვირთვა მიიღო ხამეს როდრიგესმაც, რომელსაც ხვალ განაცხადში ელოდებიან.
- 2 ნოემბერი 2015
- 2 597
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.