მძიმე კვირა უდიდესი დანაკლისით იწყება

"ლას პალმასის" დამარცხება მადრიდის "რეალს" ძვირად დაუჯდა.

სამეფო კლუბს საკმაოდ რთული კალენდარი აქვს. სამშაბათს რაფა ბენიტესის შეგირდებს გასვლითი მატჩი ელით პარიზში, სადაც ისინი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ შეხვედრას "პსჟ"-სთან ჩაატარებენ. ამის შემდეგ იქნება, ლა ლიგის დაპირისპირება "სევილიასთან" და "ბარსელონასთან".

როგორც ხედავთ, მადრიდის "რეალს" ძალიან რთული განრიგი აქვს. "თეთრების" შემადგენლობას სერიოზული პრობლემები აქვს. მართალია ლაზარეთიდან რამდენიმე, მოთამაშე გამოვიდა, თუმცა გუშინდე შეხვედრაში დაზიანება მიიღო ხორვატმა ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა.

მადრიდელთა მეცხრამეტე ნომერმა მინდორი ფიზიკური დისკომფორტის გამო დატოვა. კერძოდ მოდრიჩს ბარძაყის ტრავმამ შეახსენა თავი, რომელიც ლუკას ახლად ჰქონდა მოშუშებული. მედიკოსების ვარაუდით მისი თამაში "პსჟ"-ს წინააღმდეგ გამორიცხულია, რაც შეეხება "სევილიას" და "ბარსელონას", ჯერ-ჯერობით უცნობია მოახერხებს თუ არა გამოჯანმრთელებას ხორვატი ნახევარმცველი.

Marca.com

  • Junior
  • 1 ნოემბერი 2015
  • 7 485
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)