ბენიტესი: „მოდრიჩმა ტკივილები იგრძნო“
სამეფო კლუბის დამრიგებელმა, რაფაელ ბენიტესმა, „ლას პალმასთან“ მოპოვებული გამარჯვება შეაჯამა.
„ჩემი აზრით, საწყისი 45 წუთი ფენომენალურად ვითამაშეთ.სწრაფად მოპოვებული უპირატესობა, ხშირ შემთხვევაში, არცთუ ისე სახარბიელოდ აისახება მოთამაშეების კონცენტრაციაზე.რა თქმა უნდა, გუნდის მიზანი იყო, ტემპის შენარჩუნება და მეტი შედეგიანი დარტყმის განხორციელება, თუმცა გეგმის მიხედვით არ წარიმართა მოვლენები.“
„რაც შეეხება სატურნირო მდგომარეობას, „რეალი“ სასურველ პოზიციაზე იმყოფება.მიუხედავად ტრავმებისა და პრობლემებისა, ჩვენი პროგრესი არ შეწყვეტილა.სამწუხაროდ, რამდენიმე ფეხბურთელის დაბრუნება ლაზარეთიდან, ცოტათი გადაიდო.“
„კაზემირო კარგად ასპარეზობს, ის ბალანსის შენარჩუნებაში გვეხმარება.იმედი გვაქვს, ბრაზილიელი ყოველთვის სტაბილური ბურთაობით გამოიჩენს თავს.მისი სოლიდურობა მეტად გვეხმარება შეტევაშიც.“
„მე ვუთხარი ფეხბურთელებს, რომ მსგავს შეხვედრებში უნდა გამოიყენონ შანსი.ძალიან მომწონს მარკოს ლორენტე, ახალგაზრდა ფეხბურთელბი განაგრძობს პროგრესს.ასევე, მოხარული ვარ, რომ კასილიასა და მაიორალის დებიუტიც შედგა.ვფიქრობ, დანარჩენი მოთამაშეებიც პროდუქტიულად ირჯებიან.“
„ვგონებ, გაშვებული გოლის ეპიზოდში არ გაგვიმართლა.სამწუხაროდ, კარი მშრალად ვერ შევინახეთ.“
„გამარჯვება ყოველთვის კარგი სიახლეა.პირველი ნახევარს განმავლობაში დადებითი შედეგი გვქონდა.ახლა, ვეცდებით, რომ მეორე ტურნირზე ჩავატაროთ წარმატებული მატჩი.ჩვენი მიზანია პარიზელების დამარცხება.“
„მოთამაშეებმა თავიანტი პოტენციალი უნდა დაუმტკიცონ სამწვრთნელო შტაბს.ხესე სწორ გზაზე დგას და ამავე ტემპში უნდა გააგრძელოს მუშაობა.ის თავდაუზოგავად ვარჯიშობს.“
„ლუკამ გარკვეული ტკივილები იგრძნო თეძოს არეში და შესაბამისად, მისი შეცვლა გადავწყვიტეთ.პეპე, რამოსი, ხამესი, ბენზემა და არბელოა მწყობრში ბრუნდებიან.“
RealMadrid.Com
- 1 ნოემბერი 2015
- 4 748
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.