„ლას პალმასისთვის“ მზადება დასრულებულია
მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებმა დღეს დასკვნითი ვარჯიში გამართეს...
რაფაელ ბენიტესმა გუნდში მარტინ ოდეგარს, ლორენტესა, კარლოს აბადსა და ბორხას უხმო, რომლებიც მთავარი გუნდის ფეხბურთელებთან ერთად ირჯებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ ხამეს როდრიგესი სრულ მზადყოფნაშია და მაქსიმალურად დატვირთვას იღებს, რასაც ვერ ვიტყვით კარიმ ბენზემაზე, რომელმაც ძირითადად ინდივიდუალური სახის ვარჯიშებით შემოიფარგლა.
კოვაჩიჩი და კეილორ ნავასი საკუთარი პროგრამით ვარჯიშობდნენ.
გარეთ ბეილი და დანიელ კარვახალი კვლავაც აღდგენით პროცესს გადიან. ესპანელი მარჯვენა მცველი დღეს გაზონზეც გამოჩნდა, მაგრამ ძალიან მცირე ხნით.
ბენიტესის გუნდი „ლას პალმასთან“ სათამაშოდ მზად არის.
- 30 ოქტომბერი 2015
- 2 761
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.