მარტინ ოდეგარს მადრიდის „რეალის“ დატოვება სურს
ესპანურ საინფორმაციო წყაროებზე დაყრდნობით, მადრიდის „რეალის“ ნორვეგიელ ტალანტს, მარტინ ოდეგარს კლუბის შეცვლა სურს...
ახალგაზრდა ფეხბურთელი საკუთარ განზრახვას პირად საუბრებში ადასტურებს და დასძენს, რომ ესპანეთის დედაქალაქში ჩასვლის დღიდან მას ჰპირდებიან ლა ლიგაში სათამაშო წუთებს, თუმცა ჯერ-ჯერობით ის მხოლოდ „კასტილიას“ დახმარებით შემოიფარგლება.
ნორვეგიელი ფეხბურთელი, მისი მშობლები და წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ესპანეთის სეგუნდაში თამაშით ახალგაზრდა გამოცდილებას ვერ მიიღებს და საჭიროა გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, რაზეც რაფაელ ბენიტესი ჯერ-ჯერობით უარს ამბობს, თანაც იმ ფონზე, რომ რამდენიმე კასტილიელმა ამ სეზონში სათამაშო დრო მიიღო.
ოდეგარს არაერთი ევროპული გრანდი ეპატიჟება და ძირითად გუნდში სთავაზობს ადგილს, სწორედ ამიტომ ნორვეგიელი შემტევი დაფიქრდა.
- 30 ოქტომბერი 2015
- 4 609
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.