ხამესთან დაკავშირებით დაპირისპირება წარმოიშვა
ესპანეთის დედაქალაქში ხამეს როდრიგესთან დაკავშირებით სერიოზული დაპირისპირება წარმოიშვა...
საქმე იმაშია, რომ კოლუმბიის ეროვნულმა ნაკრებმა საკუთარი შეგირდი გამოიძახა, მადრიდის „რეალს“ კი უკვე ყელში ამოუვიდა ტრავმები, რომელსაც მოთამაშეები ნაკრებებში იღებენ.
ხამესიც სწორედ კოლუმბიის ეროვნულ გუნდში დაიმტვრა, რამაც მადრიდულ გუნდს დიდი ზიანი მიაყენა, ნაკრებს კი 1 თეთრი არ დაუხარჯავს ფეხბურთელის მკურნალობისთვის.
„რეალს“ არ სურს ხამესის გაშვება, რომელმაც სულ ახლახანს მოიშუშა ტრავმა და ჯერ არც კი მოურგია „ბლანკოსის“ ფორმა.
კოლუმბიელებსა და მადრიდელებს შორის დაპირისპირება მძვინვარებს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ თუ ნაკრები დათმობაზე არ წავა, ფლორენტინო პერესს არანაირი შანსი არ ექნება.
- 29 ოქტომბერი 2015
- 5 999
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.