„ლას პალმასისთვის“ მზადება გრძელდება
მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებმა მორიგი ვარჯიში გამართეს...
კოლექტივი ლა ლიგის მორიგი ტურისთვის ინტენსიურად ემზადება, რომელიც „ლას პალმასის“ წინააღმდეგ გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ ალვარო არბელოა, ხამეს როდრიგესი, პეპე და კარიმ ბენზემა სრულ მზადყოფნაში არიან. ბენიტესის რესურსი აშკარად გაზრდილია და „რეალი“ მომდევნო ტურს გაცილებით უფრო ძლიერი განაცხადით შეხვდება.
გუნდმა დიდი ყურადღება გაამახვილა მყარ დაცვასა და შეტევის მრავალფეროვნებაზე.
კოლექტივთან ერთად იმყოფებოდნენ მარტი ოდეგარი, ენცო ზიდანი და ბორხა.
მატეო კოვაჩიჩს მცირე დაზიანება აწუხებს, ამიტომ მან განცალკევებით ივარჯიშა.
კეილორ ნავასი დახურულ კარს მიღმა ირჯებოდა, გარეთ ბეილი და კარვახალი კი კვლავაც, აღდგენით პროცესს გადიან.
- 28 ოქტომბერი 2015
- 1 912
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.