ორი ათეული წლის მანძილზე „რეალის“ მარცხენა ფრთას ბრაზილიელები პატრონობენ
მრავალი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რობერტო კარლოსმა მადრიდის „რეალის“ მაისური მოირგო და კლუბის ლეგენდარული ფეხბურთელი გახდა...
მადრიდელ „სამიანს“ თეთრი მაისურით 67 გოლი აქვს გატანილი, რაც შესანიშნავი შედეგი გახლავთ. არსებობენ ფორვარდები, რომლებიც ამდენ გოლს ლა ლიგაში მთელი კარიერის მანძილზე ვერ იტანენ.
რობერტოს ბრწყინვალე დრიბლინგები, საჯარიმო დარტყმები და შორეული „ყუმბარები“ ყველას კარგად ახსოვს. კარლოსი იყო ფეხბურთელი, რომელმაც მადრიდის „რეალის“ ქომაგების მეხსიერებაში წარუშლელი კვალი დატოვა.
დადგა 2006 წელი, კარლოსის ასაკი კი შესამჩნევი იყო, მადრიდულმა გიგანტმა მარსელო ვიეირა დაიმატა, რომელიც რობერტოს შემცვლელად მოიაზრებოდა, მაგრამ ყველა თვლიდა, რომ ახალგზრდა ბრაზილიელი ვერ შეასრულებდა იმ საქმეს, რასაც გამოცდილი ფეხბურთელი ასრულებდა.
მას შემდეგ 9 წელი გავიდა, დღეს კი მარსელო მადრიდის „რეალის“ შეუცვლელი ფიგურაა, რომელსა საკუთარ აქტივში 25 გოლი აქვს ჩაწერილი და წინ უამრავი წარმატება ელის.
მარსელო - ფეხბურთელი, რომელიც ფლობს შესანიშნავ ტექნიკას, აქვს მოედნის ბრწყინვალე ხედვა, პასი და ასე შემდეგ.
კრიშტიანო რონალდუს საუკეთესო პარტნიორი - ეს ადამიანი მარსელოა, რომელიც შესანიშნავად კომბინირებს ოქროს ბურთის მფლობელთან და გუნდის შეტევის მარცხენა ხაზს მრავალფეროვანს ხდის.
მადრიდის „რეალის“ მარცხენა ფლანგს კიდევ დიდი ხნის მანძილზე ეყოლება ბრაზილიელი პატრონი. სამხრეთ-ამერიკელები სამეფო კლუბში მეტწილად ნაყოფიერები არიან.
ღირსეულ რობერტო კარლოსს, არანაკლებ ღირსეული შემცვლელი ჰყავს მარსელოს სახით.
ბრაზილიური აკადემია მადრიდში მართლაც ერთ-ერთი საუკეთესოა.
- 28 ოქტომბერი 2015
- 3 559
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.