პერესი ახალ კონტრაქტს ამზადებს
სამეფო კლუბის ხელმძღვანელობა ფეხბურთელების კონტრაქტების გადახედვას გეგმავს.
ერთ-ერთი მოთამაშე, რომლის კონტრაქტიც გადახედვაზეა გაგზავნილი დირექტორთა საბჭოზე, არის კეილორ ნავასი. სეზონის სტარტზე, პერესს განზრახული ჰქონდა დავიდ დე ხეას შეძენა. იმ შემთხვევაში თუ ეს გარიგება შედგებოდა, ნავასს პრაქტიკულად მოედანზე გამოსვლის შანსი აღარ ექნებოდა.
მოგეხსენებათ "რეალსა" და "იუნაიტედს" შორის შეთანხმება არ შედგა, შესაბამისად "ბლანკოსის" პირველი მეკარის სტატუსი სწორედ კოსტა-რიკელმა კიპერმა მოირგო. ნავასისთვის ყველაფერი იდეალურად მიდის. იგი ვითარდება და სამწვრთნელო შტაბს, კლუბის ხელმძღვანელობას და გულშემატკივრებს უმტკიცებს თავის შესაძლებლობებს.
სწორედ ამიტომ, ფლორენტინო პერესმა გადაწყვიტა კეილორს კონტრაქტი გაუხანგრძლივოს და წლიური ანაზღაურებაც გაუზარდოს.
Goal.com
- 28 ოქტომბერი 2015
- 5 093
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.