სიახლეების კორიანტელი მადრიდიდან

მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებმა დღეს „ლას პალმასისთვის“ მზადება დაიწყეს. სესიაზე არაერთი სიახლე დაფიქსირა...

ხამეს როდრიგესი დაბრუნდა. კოლუმბიელმა ფეხბურთელმა თანაგუნდელებთან ერთად 100%-იანი დატვირთვა მიიღო. მწყობრშია პეპეც, რომელმაც 3 კვირა იუქმა. გუნდს ასევე დაუბრუნდა ალვარო არბელოა.

ტრავმა მოიშუშა კარიმ ბენზემამაც, რომელიც გუნდს „ლას პალმასის“ წინააღმდეგ დაეხმარება. ფრანგ ფეხბურთელს ყველა განსაკუთრებით ელოდა.

სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით ვერ ბრუნდება დანი კარვახალი, რომელიც აღდგენით პროცესს გადის.

ლა ლიგის მომდევნო ტურში, მადრიდის „რეალი“ შემადგენლობის მხრივ, ძალიან ძლიერი იქნება.

დღევანდელი ვარჯიშიდან მწვრთნელმა სერხიო რამოსი, მარსელო, კრიშტიანო რონალდუ, ვარანი, ტონი კროოსი და კეილორ ნავასი გაათავისუფლა.

კასტილიიდან გუნდში ზინედინ ზიდანის შვილი, ენცო გამოიძახეს, რომელსაც თან მარტინ ოდეგარი და მარკოს ლორენტე ახლდნენ.

დღევანდელი დღე მადრიდელთათვის, სასიამოვნო სიახლეებით იყო დახუნძლული.

  • Hala
  • 27 ოქტომბერი 2015
  • 10 238
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)