El Mundo:„მადრიდში დე ხეას არ ივიწყებენ“
კატალონიური გამოცემა, EL Mundo Deportivo საკმაოდ საინტერესო სტატიას აქვეყნებს, რომელიც დავიდ დე ხეას შეეხება, თუმცა ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმ გარემოებაზე, რომ ამ გამოცემას არაერთხელ „ჩაუგდია“ უსაფუძვლო ინტრიგა...
წყაროზე დაყრდნობით, მადრიდის „რეალის“ პრეზიდეტი, ფლორენტინო პერესი არაფრის დიდებით არ ივიწყებს დავიდ დე ხეას და თვლის, რომ „ბლანკოსის“ კარი სწორედ ესპანელმა უნდა ჩაიბაროს.
კეილორ ნავასის შთამბეჭდავმა თამაშმა მადრიდისტების გული დაიპყრო, თუმცა El Mundo-ს ინფორმაციით, პერესი იმასაც ფიქრობს, რომ კოსტარიკელი დავიდზე გაცილებით უფროსია, მანჩესტერელის ყიდვის შემთხვევაში კი, კიპერის პრობლემა მინიმუმ 10 წლის მანძილზე იქნება მოგვარებული.
ამასთანავე გასათვალისწინებელია ერთი გარემოება, რომელიც დე ხეას ახალ კონტრაქტს ითვალისწინებს. დავიდმა „წითლებთან“ 2020 წლამდე გაახანგრძლივა და საკმაოდ ბედნიერად გრძნობს თავს პრემიერლიგაში.
- 27 ოქტომბერი 2015
- 3 544
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.