ხაბი ალონსო გუნდს შეუერთდა
ხაბი ალონსომ "მალიორკასთან" შეხვედრაში მიღებული ტრავმა სრულად მოიშუშა და დღეს უკვე გუნდთან ერთად სრულფასოვნადაც ივარჯიშა. ვან დერ ვაარტი, ნისტელროი, პეპე და იგუაინი ისევ სპორტდარბაზში ვარჯიშობდნენ...
ფიტნეს–მწვრთნელი ხოსე კაბელო ხელმძღვანელობდა ფეხბურთელებს და ფიზიკურ სავარჯიშოებს ასრულებინებდა. მთლიანი ვარჯიში ბურთის დამუშავებას და ფიზ–მომზადებას დაეთმო. ალონსომ თანაგუნდელებთან ერთად სრული დატვირთვით იმუშავა, რითიც ძალიან გაახარა სამეფო კლუბის ხელმძღვანელობა და მრავალრიცხოვან გულშემატკივართა არმია.
მადრიდის "რეალი" ბილბაოს "ატლეტიკთან" სათამაშოდ მოსამზადებელ ვარჯიშს ხვალაც გამართავს (20:00 საათზე).
ინფრომაციის წყარო: Realmadrid.Com
ავტორი: Kevlisha
- 14 იანვარი 2010
- 2 226
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.