ბოლო ოთხი გამარჯვება "სან მამესზე"...
მადრიდის "რეალმა" ბოლო 8 შეხვედრიდან ბილბაოს "ატლეტიკის" წინააღმდე ყველა ტრიუმფით დაასრულა...
სამეფო კლუბი შაბათს, 20:00 საათზე ჩაატარებს თავის მორიგ შეხვედრას "სან მამესზე". ამ მოედანზე "თეთრებმა" ბოლო ოთხი შეხვედრიდან ყველა მოიგეს. "ბლანკოსმა" გამარჯვებების სერია 2005 წლის 22 ოქტომბრიდან დაიწყო, ის მატჩი "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართა და მადრიდული გრანდის გამარჯვებით 3–1 დასრულდა. იმ შეხვედრაში ანგარიში ბასკებმა გახსნეს–ვუდგეითის(24 წუთზე) თაური დარტყმით, მან გოლი საკუთარი კარში გაიტანა. საპასუხო დარტყმის მისაყენებლად "თეთრებს" მთელი ტაიმი დასჭირდათ და როგორც მოსალოდნელი იყო 52 წუთზე რობინიომ შეაგდო გოლი, მას რაულის დუბლი მოჰყვა 64 და 68 წუთებზე და აი ასე, ოთხივე ბურთი "რეალის" მოთამაშეების ანგარიშზეა. მადრიდისტებმა ჩვეულად 15 წუთში დაამთავრეს საუბარი "ატლეტკითან" და მნიშნველოვანი ქულები მოიპოვეს.
მადრიდის "რეალი" და "ატლეტიკი", "ბარსელონასთან" ერთად ლა ლიგის უხუცესი კლუბები არიან, რომლებიც პრიმერა დივიზიონიდან არასოდეს არ გავარდნილან. "ბლანკოსი" და "ბილბაო" 156–ჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, აქედან მადრიდელებმა 76 შეხვედრა ტრიუმფით დაასრულეს, ხოლო 49 მატჩი ბასკების სასარგებლოდ დასრულდა.
ინფორმაციის წყარო: Realmadrid.Com
ავტორი: Kevlisha
- 14 იანვარი 2010
- 2 742
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.