ბენიტესი:„სამწუხაროდ, ბენზემა კვლავ დაგვაკლდება“

რაფაელ ბენიტესმა წინასამატჩო პრესკონფენრეცია გამართა და მრავალ საკითხზე ისაუბრა...

„წინ პრინცუპული მატჩი გველის გუნდთან, რომელმაც წლევანდელი სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო და სატურნირო ცხრილზეც ასახა. „სელტა“ მეტად ამბიციური, ინტენსიური და საინტერესო კოლექტივი გახდა.“

„დარწმუნებული ვარ, მეტოქე 3 ქულის მოპოვებისთვის იბრძოლებს, ვინაიდან ბრწყინვალე შანსი ეძლევა. გამარჯვების შემთხვევაში ამ გუნდს შეუძლია გაგვასწროს.“

„აღსანიშნავია, რომ მძიმე კვირა გვაქვს და 2-3 დღეში ერთხელ შეხვედრის ჩატარება გვიწევს, რაც დიდ ფიზიკურ რესურსთან არის დაკავშირებული, მაგრამ მადრიდის „რეალი“ ყოველთვის რამდენიმე ტურნირზე იბრძვის, აქედან გამომდინარე სიტუაციაში გასაკვირი არაფერია. „სელტა“ შედარებით კომფორტულ სიტუაციაშია, თუმცა თუ პრეტენზიები გვაქვს, გამარჯვება უნდა შევძლოთ, ვინაიდა უმნიშვნელოვანეს პაექრობაში მივიღებთ მონაწილეობას.“

„თითოეული მატჩი არის გამოწვევა, რომელიც „ბლანკოსმა“ უნდა მიიღოს და შესაბამისი პასუხი გასცეს.“

„მოედანზე ის სასტარტო შემადგენლობა გავა, რომელსაც შეეძლება, რომ გამარჯვება უზრუნველჰყოს. ფეხბურთელები მაქსიმალურად დაიხარჯებიან და მშობლიურ ქალაქში 3 ქულით დაბრუნებას განიზრახავენ. ვეცდები, ოპტიმალური სასტარტო შემადგენლობა ვათამაშო.“

„როდესაც იტალიაში ვმოღვაწეობდი, ხშირად ვუყურებდი „ბლანკოსის“ თამაშებს და მუდმივად მქონდა იმის განცხადა, რომ ესპანურ გიგანტს კაზემიროს სტილის ნახევარმცველის პრობლემა ჰქონდა. კაზემირო უნივერსალია, მას რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში, ბრაზილიელმა ფეხბურთელმა იცის თავდასხმის დახმარება და დაცვაში კარგად თამაში. ბალანსისთვის ახალგაზრდა შუახაზელი ზედგამოჭრილია.“

„სამწუხაროდ, კარიმ ბენზემა ვერ ითამაშებს, მან გუშინ ივარჯიშა, მაგრამ ბოლომდე მზად არ არის, აქედან გამომდინარე განაცხადს მიღმა დარჩა. ლუკა მოდრიჩი დაგვიბრუნდა და დაგვეხმარები. სერხიო რამოსი და მატეო კოვაჩიჩი განაცხადში შევიყვანე, თუმცა მათი თამაში სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ექიმებთან ინტენსიური ურთიერთობა მაქვს.“

„ხშირად ვაკეთებთ ანალიტიკას, მაგრამ ციფრებზე ვერ ისაუბრებ მაშინ, როდესაც გუნდში ამხელა პრობლემებია. ფეხბურთელები ტრავმას ძირითადად სანაკრებო ბატალიების დროს იღებენ, რაც ცუდ ტრადიციად ჩამოყალიბდა, მაგრამ ნაკრებში თამაშს ვერავინ ვერავის აუკრძალავს.“

„არ ვიცი რატომ აკრიტიკებენ მადრიდის „რეალის“ სამედიცინო შტაბს, რომლებსაც ფეხბურთელებთან მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება აქვს. ამხელა კლუბში არაპროფესიონალები ვერ მოვლენ. ეს ადამიანები ძალიან დიდ გამოცდილებას ფლობენ, რომელიც ამ ხნის მანძილზე დააგროვეს. თითოეულ მედიკოსს სრულ ნდობასა და მხარდაჭერას ვუცხადებთ, მათ ბოლო დროს ძალიან ბევრი საქმე აქვთ.“

„გუნდის პროგრესი არაერთ ასპექტში შეინიშნება, რაც ძალიან მომწონს. პარიზში კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ, თუ რა შეგვიძლია. შემადგენლობის მხრივ უდიდესი პრობლემები გვქონდა, მაგრამ მეტოქეს თამაშის ხარისხით ვაჯობეთ. ვფიქრობ, კოლექტივი შეივსება და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.“

„ყველა ადამიანის თავისი აზრი აქვს, ზოგი ფიქრობს, რომ დაცვა მიყვარს და ასე შემდეგ, მაგრამ ჩემი მიზანი ხარისხიანი ფეხბურთის თამაში და გუნდის წარმატებაა. მოხარული ვიქნები, თუ ჩემი გუნდი „პსჟ“-ს წინააღმდეგ, ბერნაბეუზე გაიბრწყინებს.“

„ტონი კროოსი სტაბილური ფეხბურთელია, მაგრამ ყველა შეხვედრას ერთ დონეზე ვერ ჩაატარებს. იქნება დაპირისპირებები, სადაც გერმანელი დაისვენებს, რათა ძალიან არ გადაიტვირთოს და სეზონის დასკვნით ნაწილზე მოწოდების სიმაღლეზე იდგეს.“

„ჩემი გუნდი დაუმარცხელია და კარგი სტატისტიკა აქვს. ვფიქრობ, კიდევ უფრო კარგის შედეგების ჩვენება დროის საკითხია, მთავარია მუშაობა განვაგრძოთ.“

„კრუიფის ავადმყოფობის შესახებ შევიტყვე და ძალიან მეწყინა, ის „ბარსელონას“ ლეგენდაა, თუმცა მსოფლიო ფეხბურთში წარუშლელი კვალი აქვს დატოვებული. ჰოლანდიელმა შემტევმა ახალი ერა შექმნა და გულშემატკივრებს დიდი სიხარული მიანიჭა. ვიმედოვნებ, ექიმები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ იოჰამს სიცოცხლე გაუხანგრძლივონ.“

  • Hala
  • 23 ოქტომბერი 2015
  • 3 881
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)