ბენიტესისთვის სტატისტიკა არაფერს ნიშნავს
სანტიაგო ბერნაბეუს მწვრთნელმა აირჩია თავდაცვითი ტაქტიკა.
ოთხშაბათს მადრიდის რეალი დელიკატურ სიტუაციაში იყო პარიზელთა წინააღმდეგ.მიუხედავად იმისა, რომ დაიზანებულ ფეხბურთელთა რაოდენობა დიდია კარლო ანჩელოტის შეგირდობის შემდეგ ეს იყო ბენიტესის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი,მაგრამ მათ ვერ მოიპოვეს გამარჯვება და ვერ შეძლეს მეტოქის კარში გოლის გატანა.
რაფას მოსვლიდან გასულია ორი თვე.მწვრთნელმა შეძლო და თავი შეაყვარა მადრიდისტებს,თავისი ტაქტიკითა და მრავალფეროვნებით,ფეხბურთელებიც შესაბამისად შეეგუვნენ ახალ პოზიციებს.
რაფაელ ბენიტეს დასჭირდა ორი თვე რათა დაედო შედეგი.ეს ვერ მოახერხა ჟოზე მაურინიომ,ხოლო კარლო ანჩელოტს ამისათვის 6 თვე დასჭირდა.
მადრიდელთა შეგირდი ხშირად მიმართავს "თავდაცვით ტაქტიკას" თავისი კოლეგების მსგავსად (ანჩელოტი,ბლანი).
ბენიტესმა სწრაფად შეძლო ადაპტაცია,მაგრამ ის არ ჯერდება მიმდინარე მოვლენებით ის იბრძვის გამარჯვებისათვის,რასაც ვერ ვიტყვით პარიზელთა წინააღმდეგ.
"მხიარული ვარ?თუ მადრიდი მეტოქის კარს ხშირად დალაშქრავს და შეძლებს გამარჯვების მოპოვებას გამიხარდება,მოხარული დავრჩები ჩემი შეგირდებით"-განაცხადა რაფაელ ბენიტესმა.
მწვრთნელი არ კმაყოფილდება რეზულტატით."შევხედოთ რაიოს,ვილიარეალს ან მომავალ მეტოქეს სელტას.ერთი შეხედვით მათი დამარცხება ადვილია,მაგრამ ჩვენ ყველა თამაშს სერიოზულად უნდა მივუდგეთ.მათი ბედი მაისის ბოლოს გადაწყდება."
მადრიდის გულშემატკივარი უკმაყოფილოა გუნდის თამაშით,ვინაიდან გუნდი მუდამ სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობდა.მადრიდის რეალი ყოველთვის იყო კლუბი სადაც 3-8 ბურთი არაფერს არ ნიშნავდა,გულშემატკივარი კი მუდამ უფრო მეტს მოითხოვდა.
მადრიდის ბიუჯეტი სხვა გუნდებთან შედარებით 30 ჯერ დიდია.ეს ბენიტესმა კარგად იცის,აქედან გამომდინარე მან უნდა დადოს მაქსიმალური შედეგი და გვაჩვენოს სანახაობრივი ფეხბურთი.
მას არ აკმაყოფილებს სტატისტიკა და ერთ-ერთი ინტერვიუს დროს განაცხადა,რომ "ფეხბურთი მეტია,ვიდრე ციფრები".
რა არის მთავარი? მადრიდი იგებს ,მაგრამ გუნდი არ თამაშობს სანახაობრივ ფეხბურთს.ბენიტესი სურს,მისი შეგირდები ყველა კონცეფციაში ლიდერობდნენ.რა იქნება თუ ის შეარჩევს ცუდ სტრატეგიას?რა მოხდება თუ ის დამარცხდება სელტასთან კვირას?იქნება მადრიდის გულშემატკივარი კმაყოფილი?შეძლებენ დალაშქრონ მოწინააღმდეგის კარი?
წყარო:Goal.Com
- 23 ოქტომბერი 2015
- 2 551
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.