„სელტასთვის“ მზადება დაიწყო
მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებმა ვიგოში ვიზიტისთვის მზადება დაიწყეს...
ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი კარიმ ბენზემას კოლექტივში დაბრუნებაა, რომელსაც ტრავმა ჰქონდა. ფრანგ ფეხბურთელს „სელტას“ წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში თამაშის შანსი აქვს.
გუნდში დანაკლისი ისევ არსებობს, აქედან გამოდინარე, რაფაელ ბენიტესმა კვლავაც უხმო კასტილიელებს.
გარეთ ბეილი, პეპე, დანი კარვახალი, ალვარო არბელოა და ხამეს როდრიგესი აღდგენით პროცესს აგრძელებენ. კოლუმბიელის დაბრუნებას მადრიდში სულ მალე ელიან.
მომდევნო სესია ხვალ ჩაინიშნა, ასევე ხვალ პრეს-კონფერენციას გამართავს რაფაელ ბენიტესი.
- 22 ოქტომბერი 2015
- 4 500
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.