"გალათასარაი" ნისტერლოის არ ეშვება

ბოლო დროს შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას რომ რუუდ ვან ნისტერლოის დღეები სამეფო გუნდში დათვლილია.ფეხბურთელისადმი ინტერესს არა ერთი ევროპული გუნდი გამოხატავს.

ამჟამად "ვან გოლის" თავისთან წაყვანის ყველაზე დიდი სურვილი თურქულ "გალათასარაის" აქვს."კონსტანტინეპოლელები" ჰოლანდიელ გოლეადორს კარგ პირობებს სთავაზობენ.ფაქტიურად ცნობილია, რომ იმ შემთხვევაში თუ რუუდი თურქეთში გადაბარგდება, 2 წლიან კონტრაქტს გაუფორმებენ საუკეთესო პირობებით.სავრაუდოთ, ფეხბურთელი ორი სეზონის განმავლობაში 8 მილიონი ევროს ჩაჯიბვას მოახერხებს.

ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ კარგი "ჰონორარის" პარალელურად მოთამაშეს გარანტირებული ექნება ადგილი სასტარტო შემადგენლობაში.მაშასადამე, ნისტერლოის შანსი აქვს თურქეთში მიიღოს სათამაშო პრაქტიკა და მომავალ მუნდიალის საგზურს გამოჰკრას ხელი.დამერწმუნებით, რომ ნაკლებად წარმოსადგენია ფეხბურთელი, რომელმაც ამ დროისათვის მხოლოდ 131 წუთი დაჰყო სათამაშო მინდორზე "რეალის" მაისურით, ნაკრებში გამოიძახონ.

ვან ნისტერლოის "გალათასარაიში" გადაბარგების მთავარი ინიციატორი ფრენკ რაიკაარდი ყოფილა.ყოფილ კატალონიელს სურს თანამემამულის დამოძღვრვა.რაიკაარდი ფიქრობს, რომ "ვან გოლს" ჯერ კიდევ შეუძლია მაღალ დონეზე თამაში და ბურთების გატანა.

ინფორმაციის წყარო: As.Com

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (249)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)