კიდევ ერთი ფრე მაგრამ მისაღები შედეგი

ბოლო დროს რეალი ირგვლივ დიდი აჟიოტაჟია ატეხილი, რომელიც ნამდვილად საფუძვლიანია, მაგრამ არა პარიზულ გუნდთან შეხვედრაზე დაყრდნობით.

გუშინ მადრიდის "რეალი", პარიზში ადგილობრივ "პსჟ-ს" დაუპირისპირდა და მეტ-ნაკლებად დაძაბულ ბრძოლაში ნულოვან ფრეს დასჯერდა. რაც არ უნდა პარადოქსული იყოს არსებული ვითარებიდან გამომდინარე, აღნიშნული ფრე უკმაყოფილებისა და განხილვის საგანი გახდა.

ბოლო დროს, მადრიდული კლუბის ირგვლივ მრავალი მითქმა-მოთქმაა, რაც ძირითადად მწვრთნელს და ახალ ფილოსოფიას ეხება, რომელიც დამეთანხმებით და შეუფერებელია სამეფო კლუბისთვის. იდეალური პრე-სეზონის შემდეგ, ალბათ არც არავინ ელოდა იმას, რომ სამეფო კლუბი შიდა თუ გარე ჩემპიონატში ფუნდამენტურ ფილოსოფიას შეცვლიდა და შეტევის ნაცვლად, დავდაცვაზე გადავიდოდა, მაგრამ რაცარუნდა გასაკვირი იყოს ეს ასე მოხდა.
ბუნებრივია გუნდის სათამაშო ხარისხს და ფილოსოფიას მთავარი მწვრთნელი, რაფაელ ბენიტესი კარნახობს, რომელიც სამწვრთნელო კარიერის მანძილზე, არცისე შემტევი ხასიათის სათამაშო ხარისხით არ გამოირჩეოდა.

რაფაელ ბენიტესის ტაქტიკური აზროვნება და თავდაცვითი ფილოსოფია გუნდს ნათლად დაეტყო ,რაზეც მადრიდის "რეალის" თითოეული ჩატარებული მატჩი მეტყველებს. ბუნებრივი "ბლანკოსის" გულშემატკივრებიც შეეჩვივნენ ნაკლებად სანახაობრივ, კომბინაციური ფეხბურთისგან შორს მყოფ, პოზიციურ თამაშს და ეს რაიმე უჩვეულოს აღარ წარმოადგენს.

გუნდში არსებული ვითარებისა და სათამაშო ხარისხის მიუხედავად, გუშინდელი თამაში მაინც განხილვის და უკმაყოფილების საგანი გახდა, როცა პირიქით დაფიქსირებული ანგრაიშით თითოეული მადრიდისტა კმაყოფილი უნდა იყოს. რა თქმა უნდა "თეთრებისთვის" ფრე, თანაც ნულოვანი არასოდეს ყოფილა დამაკმაყოფილებელი შედეგი, იმის გათვალისწინებით, რომ მადრიდული ინჩადა ყოველთვის შემტევ ფეხბურთს ანიჭებდა უპირატესობას და თეთრი ბალეტით ტკბებოდა, მაგრამ არსებული ვითარებიდან გამომდინარე უკმაყოფილება მაინც ზედმეტად გამოიხატა.

გასაგებია, რომ მომხმარებელთა უმეტესობა, მათ შორის მეც ბენიტესის წინააღმდეგია და გარკვეულწილად მას ვაბრალებთ გუნდის არასახარბიელო მდგომარეობას, მაგრამ გუშინდელ შეხვედრაზე რაიმე ცუდის თქმა, თუნდაც მწვრთნელზე და ფეხბურთელებზე გადამეტებულია. "რეალი" ეთამაშა გუნდს, გასვლაზე, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთ ფავორიტად მიხსენიება, გუნდს, რომელშიც უმაღლესი დონის ფეხბურთელები ირიცხებიან, გუნდს, რომელსაც გუშინდელ შეხვედრაში "ბლანკოსზე" დიდი რესურსი ჰქონდა ფეხბურთელების მხრივ, გუნდს, რომელიც საკუთარ კედლებში თამაშობდა, საკუთარი ხალხის წინ. მიუხედავად ამისა და საკადრო პრობლემებისა, რომელიც ძირითადის 5 ფეხბურთელის: ხამესის, პეპეს, ბეილის, ბენზემას და კარვახალის ტრავმებით გამოიხატება, გუნდმა შედარებით მაინც კარგი ხარისხი და დამაკმაყოფილებელი შედეგი აჩვენა. ამავე დროს აღნიშნულ მატჩს არანაირი არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდა უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. ყველა მოითხოვს თითოეული თამაშის მოგებას და სანახაობრივ ფეხბურთს, მაგრამ გუშინდელი მდგომარეობის გათვალისწინებით ეს ურთულესი იყო. მართალია მოედანზე გუშინაც არანაკლები ვარსკვლავცები თამაშობდნენ, მაგრამ მადრიდელთაგან ისეთ თამაშსაც არავინ მოელოდა, როგორიც ითამაშა კერძოდ პირველი ტაიმი, როდესაც შეტევაში მხოლოდ ერთი გუნდი იყო და ეს ჩვენი კლუბი იყო. ამ ყველაფერის გათვალისწინებით არაა მართებული გუნდის მიმართ გადამეტებული კრიტიკა, რომელიც ბოლო საათებია გუნდს თავს ატყდება.
თვალსაჩინოებისთვის გთავაზობთ სტატისტიკას.


კიდევ ერთი ფრე მაგრამ მისაღები შედეგი

  • nick2010
  • 22 ოქტომბერი 2015
  • 2 156
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)