ვალდანო:„ბენიტესი კვლავაც ბალანსის ძიებაშია“

ხორხე ვალდანომ მადრიდის „რეალის“ დაპირისპირება შეაფასა...

„არ ვფიქრობ, რომ რაფაელ ბენიტესს უყვარს ყრუ დაცვა, მაგრამ ის ძალიან არის შეყვარებული გუნდურ ბალანსზე, რომელიც ჯერ კიდევ ვერ იპოვა და მუდმივ ძიებაშია. ვფიქრობ, „პსჟ“-სთან გარკვეული ხარვეზები იყო. გაუგებარია, რატომ შეიცვალა ხესე, ამან პაექრობაში დისბალანსი შემოიტანა და შეტევითი პოტენციალი დაასუსტა.“

„დაცვაში სერხიო რამოსისა და რაფა ვარანის თამაში მოწოდების სიმაღლეზე იდგა, რაც დანილოსა და მარსელოს შემოქმედებითი ფეხბურთის თამაშის საშუალებას აძლევდა. ვიეირა მარცნიდან არაერთხელ გაამწვავა სიტუაცია, ბრაზილიელი ფეხბურთელი პირველ ტაიმში ძალიანა აქტიური იყო, მას მხარს წინახაზაელები უბამდნენ.“

„კეილორ ნავასს ბევრი საქმე არ ჰქონია, მას მხოლოდ რამდენიმე ბურთის მოგერიება მოუხდა, რომელიც არც ისე სახიფათო იყო.“

„პარიზელებმა შეტევაში მოიკოჭლეს, რაც პირველ რიგში, ზლატან იბრაჰიმოვიჩის ინერტულობით იყო გამოწვეული. შვედი ფეხბურთელი ნამდვილად არ იდგა მოწოდების სიმაღლეზე.“

  • Hala
  • 22 ოქტომბერი 2015
  • 1 987
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)