ბენიტესი:„გუნდმა განსაკუთრებული შეხვედრა გამართა“
რაფაელ ბენიტესმა პარიზელებთან მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...
„დარწმუნებული ვიყავი, რომ გუნდი ბოლომდე დაიხარჯებოდა და მაღალი ხარისხის ფეხბურთს ითამაშებდა, რადგან მე ვხედავ ჩემი შეგირდების თავდადებას და თავდაუზოგავ შრომას. ჩვენ გვქონდა გაცილებით მეტი შანსი, ვიდრე მასპინძლებს, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ. თუ გავითვალისწინებ დაზიანებებს, თავი ბედნიერ ადამიანად უნდა ჩავთვალო, რადგან ჩემმა კოლექტივმა ფანტასტიურად ითამაშა.“
„ძნელია იმის თქმა, რომ მადრიდის „რეალმა“ სეზონის საუკეთესო დაპირისპირება გამართა, მაგრამ ჩვენ მართლაც გამორჩეული პაექრობა გვქონდა. 90 წუთის მანძილზე ინტენსიურად ვირჯებოდით და ვცდილობდით წინ გასვლას.“
„მე არ მაინტერესებს ბურთის ფლობა, მთავარია თავი დაიცვას სწორად და შეტევაში თანმიმდირებული იყო, რასაც გოლის გატანა მოჰყვება, სხვა დანარჩენი ციფრებია, რომელიც არაფერზე მეტყველებს. შესაძლოა, პარიზელებს მეტ ხანს ეჭირათ ბურთი და გაცილებით მეტი გადაცემა გააკეთეს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ „ბლანკოსი“ ბევრად ეფექტური იყო.“
„კარიმ ბენეზემას არყოფნა გუნდში დიდ უსიამოვნებას და პრობლემებს ქმნის, მისი ჩანაცვლება ურთულესია. ნახევარდაცვაში მატეო კოვაჩიჩის დაყენებას ვაპირებდი, მაგრამ მას კუნთებთან დაკავშირებით მცირე პრობლემა ჰქონდა, ამიტომ გავრისკე და ლუკას ვასკესი-ხესეს დუეტი შევუშვი მოედანზე. ვფიქრობ, ახალგაზრდებმა თავდადებით ითამაშეს.“
„შეტევაში რაღაც გვაკლდა, მაგრამ შემოქმედებითობის მხრივ პრობლემა არ ყოფილა. ლუკასი, ხესე და რონალდუ ხშირად ამწვავებდნენ სიტუაციას, ისკო ალარკონი კი სიღრმიდან თამაშობდა და საჭიროები შემთხვევაში ძალიან სწრაფად ეხმარებოდა ფორვარდებს.“
„ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ედინსონ კავანი და ანხელ დი მარია ჩვენი უკანახაზელების კარგი თამაშის წყალობით იქნენ განეიტრალებულნი, სწორედ ამიტომ ვერ მოახერხა ბლანის გუნდმა კეილორ ნავასის კარის აღება.“
- 22 ოქტომბერი 2015
- 2 704
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.