ძირეული ცვლილებები...
ბოლოს, ათი თვისა და ორი დღის წინ ითამაშა მადრიდის "რეალმა" სან მამესის დიდებულ არენაზე. მას შემდეგ, ორივე გუნდის შემადგენლობაში ძირეული ცვლილებები მოხდა. "ბლანკოსმაც" და "ატლეტიკმაც" განაახლა სათამაშო სქემა და პირველ გუნდში ახალი ფეხბურთელები მოიყვანა. შაბათს საღამოს კი ესპანეთის ეს ორი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ერთმანეთს დაუპირისპირდება...
მას შემდეგ რაც ფლორენტინო პერესი და ხორხე ვალდანო მოგვევლინენ სამეფო კლუბის მმართველების რანგში, გუნდში ყველაფერი ძირეულად შეიცვალა. მადრიდის "რეალის" მწვრთნელის პოსტი დატოვა ხუანდე რამოსმა, გუნდის პრეზიდენტმა რამონ კალდერონმა და ბევრმა გამოუსადეგარმა ფეხბურთელმა... გასულ წელს ნამდვილი გოლების წვიმა მოვიდა სან მამესზე, იმ შეხვედრაში "თეთრებმა" არადამაჯერებელი თამაშის მიუხედავად 2–5 გაიმარჯვეს. პირველი სამი გოლი ჰაინცემ, ჰუნტელაარმა და რობენმა შეაგდეს, ხოლო მეოთხე გონსალო იგუაინმა, რომელიც დამდეგ პაექრობას ტრავმის გამო გამოტოვებს. პიპიტას ფეხის კუნთზე აქვს პრობლემა, როგორც "ბლანკოსის" ფიზიოთერაპევტები აცხადებენ, არგენტინელი დაახლოებით 2 კვირას დაისვენებს...
წინა დაპირისპირების გმირებიდან სამეფო კლუბს ვეღარ დაეხმარებიან: არიენ რობენი, უესლი სნეიდერი, კლას იან ჰუნტელაარი და პეპე... პირველმმა სამმა ფეხბურთელმა მადრიდი დატოვა, ხოლო პორტუგალიელმა პეპემ უმძიმესი ტრავმა მიიღო, რის გამოც დამდეგი სეზონის გამოტოვება მოუწევს. დღევანდელ "ბლანკოსში" 7 ახალ მოთამაშეს ექნება დებიუტი სან მამესზე: რაულ ალბიოლს, ეზკილ გარაის, ალვარო არბელოას, ხაბი ალონსოს, რიკარდო კაკას, კრიშტიანო რონალდოს და კარიმ ბენზემას. ალბათ დამეთანხმებით, რომ წლევანდელი მადრიდის "რეალი" გაცილებით ძლიერია შარშანდელთან შედარებით, მაგრამ წელს ბილბაოს "ატლეტიკიც" დიდებულ ფორმაშია, მადრიდისტები ბასკებისგან დიდ წინააღმდეგობას მოელიან. მოვიშველიებ ხუაკინ კაპაროსისა და იკერ კასილასის სიტყვებს:"სან მამესზე ყველა თანაბარი დონის ფეხბურთელია, მომავალ შეხვედრაში მხოლოდ ღირსეული გაიმარჯვებს..." სამეფო კლუბი ნელ–ნელა ჰოლანდიელებისგან იცლება და ბრაზილიელებით ივსება, რაც გაცილებით სახარბიელოა... თანაც გუნდის ნიდერლანდელებით ამოვსება კატალონიური "ბარსელონას" სტილია და უფრო კარგი იქნება, თუ მადრიდული გრანდი საკუთარ ტაქტიკას დაუბრუნდება და გუნდს ესპანელი და სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელებით მოამარაგებს.
გასული სეზონის მადრიდის რეალი-კასილასი, რამოსი, მეტსელდერი, პეპე, ჰაინცე, ლასი, რობენი, მარსელო, სნეიდერი, რაული და ჰუნტელაარი. მწვრთნელი–ხუანდე რამოსი.
დღევანდელი მადრიდის რეალი–კასილასი, რამოსი, ალბიოლი, გარაი, არბელოა, მარსელო, ლასი, ხაბი ალონსო, კაკა, რონალდო და ბენზემა. მწვრთნელი–მანუელ პელეგრინი.
ინფორმაციის წყარო: Defensacentral.Com
ავტორი: Kevlisha
- 14 იანვარი 2010
- 2 672
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.