დი მარია:„გოლს თუ გავიტან, არ აღვნიშნავ"
მადრიდის "რეალის" ყოფილმა და ამჟამად "პსჟ-ს" შემტევმა, ანხელ დი მარიამ მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გოლის გატანის შემთხვევაში არ აღნიშნავს...
„თუ "რეალის" წინააღმდეგ ოდესმე გავიტან, არასდროს არ აღვნიშნავ, რადგან არასდროს დამავიწყდება მადრიდში გატარებული წლები და ის გამოცდილება, რომელიც ესპანეთში თამაშმა მომცა."
"ლა დესიმას" მოგებაში დიდი წვლილის შეტანის შემდეგ, დი მარია იმედოვნებს, რომ გულშემატკივრები მას კარგად დახვდებიან.
„წარმოდგენაც არ მაქვს რას აპირებენ გულშემატკივრები. გუნდი დავტოვე მაშინ, როცა ამის საუკეთესო შანსი იყო. იმ წელს გუნდმა მეათედ მოიგო ჩემპიონთა-ლიგის თასი. "რეალში" თამაშის დროს ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯებოდი და უკანასკნელ შეხვედრაში მათ აპლოდისმენტებით დამაჯილდოვეს. "სანტიაგო ბერნაბეუზე" დაბრუნება შესანიშნავი იქნება." - განაცხადა დი მარიამ.
არგენტინელმა მოთამაშემ "რეალის" შემადგნლობაში 4 სეზონი იასპარეზა, ჩაატარა 191 თამაში და გაიტანა 36 გოლი.
- 20 ოქტომბერი 2015
- 3 028
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.