ბენიტესი: „რონალდუს თემამ დამღალა“
პარიზელებთან პაექრობამდე 1 დღით ადრე, რაფაელ ბენიტესმა, ფეხბურთელებთან ურთიერთობასა და თამაშის სტილზე ისაუბრა ესპანურ გამოცემებთან.
„სიმეონემ დასძინა, რომ „რეალს“ ამზადებენ ჩემპიონობისათვის? აღნიშნულთან დაკავშირებით, ბევრს ვერაფერს გეტყვით.შეგიძლიათ თვალი გადაავლოთ სტატისტიკას, სადაც ნახავთ, თუ რომელ გუნდის სასარგებლოთ დანიშნეს უფრო მეტი თერთმეტმეტრიანი.ვფიქრობ, უმჯობესია, უკომენტაროდ დავტოვოთ ეს თემა.“
„დავიღალე იმის წაკითხვით, რომ რონალდუსთან კომუნიკაცია არ მაქვს.ჩემსა და კრიშტიანუს შორის სავსებით ნორმალური ურთიერთობა სუფევს.ჩვენ ყოველდღიურად ვსაუბრობთ და სხვადასხვა საკითხებს განვიხილავთ.არ მინდა გულშემატკივრებს ეჭვი შეეპაროთ რამეში.მინდა ისინი დავარწმუნო, რომ „რეალის“ გასახდელში საუკეთესო ატმოსფეროა.“
„არიან გარკვეული ჟურნალისტები, რომელთა ინტერესებიც ჩვენთან მიმართებაში, აბსოლუტურად განსხვავებულია.რიგ შემთხვევებში, ისინი არასწორი ინფორმაციების ავტორები არიან.რა თქმა უნდა, გულზე მხვდება, როდესაც უსაფუძვლოდ და უსამართლოდ აკრიტიკებენ ფეხბურთელებს, ან ექიმებს.იმის გამო, რომ სიტუაცია კიდევ უფრო არ დაიძაბოს, ვერიდებით საპასუხო წერილების გამოქვეყნებას.“
„ჩემზე ამბობენ, რომ დაცვით ფეხბურთს ვათამაშებ გუნდს, თუმცა კარში დარტყმებისა და გოლების სტატისტიკის გამოქვეყნების შემდეგ, ყველა ჩუმდება.ახალი პროექტი ჯერ მხოლოდ 3 თვეს მოითვლის.ისევდაისევ ციფრებიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ გუნდი სწორ გზაზე დგას.“
AS
- 20 ოქტომბერი 2015
- 5 040
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.