ტიაგო სილვა:„სამეფო კლუბის დამარცხება მნიშვნელოვანია“

მადრიდის „რეალთან“ მატჩის წინ ტიაგო სილვამ პრეს-კონფერენცია გამართა...

„ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებს დიდი კრიტიკა დაატყდა თავს, მაგრამ ეს განსაკუთრებულს არაფერს ნიშნავს. არსებობს ადამიანთა ჯგუფი, რომელიც რომარიოს მხარს უჭერს, ზოგიც არა. ეს საკმაოდ ნორმალური პროცესია.“

„ვფიქრობ, უდიდესი შანსი გვაქვს მინიმუმ ნახევარფინალში გასვლის. „პსჟ“ შარშანდელზე ბევრად ძლიერია და გაცილებით უკეთ ფლობს ბურთს. ანხელ დი მარიას ტრანსფერის გაჩარხვის შემდეგ ჩვენი გუნდის შეტევითი პოტენციალი კიდევ უფრო გაიზარდა.“

„კრიშტიანო რონალდუს წინააღმდეგ თამაშს ძალიან დიდი ენერგია სჭირდება. კონცენტრაცია უნდა მოვახდინოთ და ვეცადოთ, რომ რონის საკუთარი თამაშის საშუალება არ მივცეთ. რონალდუ სახიფათოა, როგორც მარცნივ, ასევე მარჯვნივ , ის ასევე სახიფათოა ცენტრალური ფორვარდის პოზიციაზე.“

„მე ვფიქრობ, ტექნიკურად გამართული პაექრობა გველის, სადაც ორივე გუნდი გამოავლენს შესაძლებლობებს.“

„სერხიო რამოსი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, მადრიდის „რეალს“ მართლაც საამაყო კაპიტანი ჰყავს. დარწმუნებული ვარ, „ბლანკოსს“ მისი სახით კარგი ხელმძღვნელი ეყოლება. სერხიომ ყოველთვის იცის, როგორ ეთამაშოს ფორვარდებს, საკუთარი კლასი მისთვის ყოველთვის ხელშემწყობი ფაქტორი იყო.“

„ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ კეილორ ნავასის კარში არაერთი ბურთი გავიდეს, მაგრამ აღსანშნავია, რომ ბენიტესი გუნდი თავს კარგად იცავს.“

„მთავარი მწვრთნელის გადასაწყვეტია, თუ ვინ ითამაშებს. ბლანმა ძალიან კარგად იცის, ვინ არის უკეთ ფორმაში და კონკრეტული შეხვედრისთვის მზად.“

  • Hala
  • 20 ოქტომბერი 2015
  • 1 931
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)