ბეილი - დიდი დანაკლისი, თუ...

ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე გასამართ საპასუხისმგებლო მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე, ცნობილი გახდა, რომ გარეთ ბეილი ვერ დაეხმარება თანაგუნდელებს 3 ქულის მოპოვებაში.

ერთი შეხედვით, უელსელი ნახევარმცველის არყოფნა დიდი დანაკლისი უნდა იყოს გუნდისათვის, თუმცა სტატისტიკა საპირისპიროს მეტყველებს.

სამეფო კლუბში გადაბარგების დღიდან, ტრავმებისა, თუ სამწვრთნელი შტაბის გადაწყვეტილების გამო, გარეთს 29 შეხვედრაში მოუწია უქმობა, საიდანაც „თეთრებმა“ 25 მოიგეს და მხოლოდ ერთი წააგეს.ერთადერთი მარცხი, შარშანწინდელ სეზონში ფიქსირდება, როდესაც ჩემპიონატის მიწურულს, ანჩელოტის შეგირდები, სტუმრად, ვერაფერს გახდნენ „სელტასთან.“

რაც შეეხება მეორე მხარეს, ბრიტანელის მონაწილეობით, „რეალმა“ 15 წარუმატებელი პაექრობა ჩაატარა (2-0 „ბორუსიასთან“, 3-4 „შალკესთან,“ 2-1 „იუვენტუსთან,“ 0-1, 1-2, 4-0, 2-0, 1-0 „ატლეტიკოსთან,“ 2-1, 3-4, 2-1 „ბარსელონასთან“, 2-1 „სევილიასთან“, 4-2 „სოსიედადთან“, 2-1 „ვალენსიასთან,“, 1-0 „ატლეტიკთან“).აქედან, ბეილი მხოლოდ 2-ჯერ ჩაერთო თამაშში სათადარიგო სკამიდან, ხოლო დანარჩენ შემთხვევებში, სასტარტო წუთებიდან ასპარეზობდა.

როგორც ხედავთ, მიუხედავათ 41 გოლისა და 35 ასისტისა (98 მატჩში), გარეთ ბეილს მაინც ბევრი აკლია იმისათვის, რომ გულშემატკივრების სრული ნდობა მოიპოვოს.

ზემოთ მოყვანილი ციფრებიდან, თქვენ თვითონ გამოიტანეთ დასკვნები.

MARCA

  • Nodarii
  • 20 ოქტომბერი 2015
  • 3 578
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)