გოლეადორების დაპირისპირება

ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ტურის პაექრობაში, გულშემატკივრები, თანამედროვე ფეხბურთის ორი საუკეთესო ბომბარდირის დაპირისპირების მომსწრენი გახდებიან.

დამეთანხმებით, რომ ნამდვილად შთამბეჭდავი სანახაობა იქნება, რამეთუ მწვანე მინდორზე, არა მხოლოდ თავდამსხმელები, არამედ პარიზელებისა და მადრიდელების ისტორიაში საუკეთესო მეგოლეები წარდგებიან ერთმანეთის პირისპირ.როგორც ზლატანი, ასევე კრიშტიანუ, მიმდინარე სეზონში ჩაუდგნენ სათავეში კლუბების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა დავას.შვედი 110 შედეგიან დარტყმას მოითვლის 137 მატჩში, ხოლო პორტუგალიელი კი, 323 (!) გოლს 310 (!) ორთაბრძოლაში.

რა თქმა უნდა, ციფრები მნიშნელოვნად განსხვავებულია, მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ თავისი ქარიზმით, ეფექტური ბურთაობითა და ხასიათით, იბრაჰიმოვიჩი ყოველთვის მოწინავე პოზიციაზე დგას.

ახალგაზრდულ ასაკში „აიაქსის“ რიგებში გამოსვლის შემდეგ, იბრას მეტად გრძელი გზა გამოუვიდა „პესეჟემდე.“სხვადასხვა პერიოდში, „მილანის,“ „ინტერის,“ „იუვენტუსისა“ და „ბარსელონას“ ღირსებას იცავდა.

რაც შეეხება რონალდუს, რომელმაც „სპორტინგი“ და „მანჩესტერი“ გამოიარა, მან წინა კვირაში კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ დიადი მოთამაშეა, როდესაც თვით რაულ გონსალესის ციფრები მოიტოვა უკან.

ერთი სიტყვით, პარიზი ტიტანების შერკინების მოლოდინშია.

MARCA

  • Nodarii
  • 20 ოქტომბერი 2015
  • 2 456
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)