"რასინგმა" კანალესი დაითანხმა
როგორც უკვე პრესის ფურცლებიდან არის ცნობილი, სამეფო გუნდი დაინტერესებულია "რასინგის" ამომავალი ვარსკვლავით, სერხიო კანალესით.
რასაკვირველია, სანტანდერულ გუნდს არ სურს შეელიოს სერხიოს, ამიტომაც გუშინ საღამოს, გუნდის პრეზიდენტსა და კანალესის აგენტს შორის მოლაპარაკება გაიმართა.ხანგრლივი დისკუსიის შემდეგ "რასინგის" ხელმძღვანელობამ ფეხბურთელის წარმომადგენლები 4 წლიან კონტრაქტზე დაითანხმა.თავის მხრივ, კლუბის "ბოსებმა" ამ ფაქტით სერხიოს "მწვანეებში" დარჩენა გაინაღდეს, თუმცა ფლორენტინო პერესი და კოპმანია ნამდვილად არ დაყრიან ფარ-ხმალს.
აღნიშვნის ღირსია ისიც, რომ ახალ ხელშეკრულებაში ჩაიდო შემდგი პუნქტი: "იმ შემთხვევაში თუ კანალესს სხვა გუნდი შეიძენს, ფეხბურთელს მხოლოდ 1 წლის შემდეგ შეეძლება ამჟამინდელი შემადგენლობის დატოვება და სხვაგან გადაბარგება (ალბათ, გახსოვთ რომ ეზეკილ გარაიც ანალოგიურ სიტუაციაში იყო."რეალმა" ის შეიძინა, თუმცა 1 წელი მაინც ვერ შეძლო მისი გადაყვანა ბერნაბეუზე)."წინასწარი ინფორმაციით, ესპანელი ტალანტის სატრანსფერო ღირებულება 10-15 მილიონამდე იქნება.
- 14 იანვარი 2010
- 2 685
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.