კარიმ ბენზემამ თანამემამულის შედეგის გაუმჯობესება განიზრახა
კარიმ ბენზემას ჩემპიონთა ლიგაზე ახალი მიზანი აქვს...
ფრანგი ფეხბურთელის აქტივში ჩემპიონთა თასზე 43 გოლია, რომლითაც ის საუკეთესო ათეულშიც კი შედის. ბენზემა მე-9 და მე-10 ადგილს ინაწილებს ზლატან იბრაჰიმოვიჩთან ერთად.
ფრანგი ფორვარდის წინ ფილიპო ინძაგი, დიდიე დროგბა, ანდრეი შევჩენკო და ტიერი ანრი არიან.
კარიმის მიზანი სწორედ საკუთარი თანამემამულის, ტიერი ანრის შედეგის გაუმჯობესება იქნება, ამისათვის „ცხრიანს“ 8 გოლის გატანა მოუწევს.
ამასთანავე გასათვალისწინებელია, რომ ბენზემა ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და მრავალი სეზონი აქვს წინ, მას რუუდ ვან ნისტელროის (56 გოლი), რაულ გონსალეს ბლანკოს (71 გოლი) შედეგების გაუმჯობესებაც შეუძლია.
პირველ და მეორე ადგილს კრიშტიანო რონალდუ და ლიონელ მესი იკავებენ. პორტუგალიელი ფეხბურთელი 82 გოლს მოითვლის, არგენტინელი კი 77-ს.
- 20 ოქტომბერი 2015
- 2 439
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.