ყველაზე საიმედო დაცვა ევროპაში
მიმდინარე სეზონში, სამეფო კლუბის მეკარე და მცველები მოწოდების სიმაღლეზე იმყოფებიან.მათი საიმედო და ეფექტური თამაშის ნაყოფია ის, რომ „რეალმა“ მხოლოდ 2 გოლი მიიღო 10 მატჩში.
ჯერ-ჯერობით, ბენიტესის შეგირდების დამწუხრება, „ატლეტიკმა“ და „ატლეტიკომ“ მოახერხეს, ხოლო „სპორტინგი,“ „ესპანიოლი,“ „ბეტისი,“ „გრანადა,“ „მალაგა,“ „ლევანტე,“ „შახტარი“ და „მალმიო“ ვერაფერს გახდნენ მადრიდელების წინააღმდეგ.
ამ მაჩვენებლით, „რეალი“ ყველაზე საიმედო დაცვის ტიტულს ატარებს ევროპის წამყვანი ჩემპიონატების გუნდებს შორის.„ბლანკოსის“ შემდეგ „ბრაგა“ და „პსჟ“ მოდიან, შესაბამისად, 4 და 5 გაშვებული გოლით.
შეგახსენებთ, რომ შემდეგ დაპირისპირებას, მადრიდელები სწორედ პარიზელებთან გამართავენ.
RealMadrid.Com
- 18 ოქტომბერი 2015
- 3 219
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.