დანილო:„დაბრუნების შემდეგ 90 წუთი თამაში იოლი არ იყო“
ბრაზილიელმა განაპირა მცველმა, დანილომ „ლევანტეს“ დამარცხების შემდეგ ისაუბრა...
„საკმაოდ დიდი ხანი გამიცდა, დღეს კი 90 წუთის მანძილზე ვიყავი მოედანზე, რაც იოლი ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა კმაყოფილი ვარ.“
„კრიშტიანო რონალდუს ყოფნა მოედანზე ყოველთვის შესამჩნევია, ეს ადამიანი მუდამ ბოლომდე იხარჯება და წარმატების მიღწევას ცდილობს.“
„მოსვლის დღიდან არაერთი მადლობა გადავუხადო მარსელოს, რომელიც ჩემი მეგობარია და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ დამეხმაროს და თავი უცხოდ არ მაგრძნობინოს. ვიეირა ბრწყინვალე ადამიანია.“
„პარიზში მძიმე მატჩს ველით, მაგრამ გუნდი მზად არის საბრძოლველად.“
„ხესე როდრიგესი ყოველთვის მონდომებულია. დღეს ესპანელმა ფეხბურთელმა გოლის გატანა შეძლო და გუნდს 3 ქულის მოპოვებაში დაეხმარა.“
„დანიელ კარვახალი დაშავებულია, რამაც შანსი მომცა. იმედი მაქვს, ესპანელი დროულად დაბრუნდება, კონკურენცია უფრო ძლიერს მხდის, გუნდზე კი დადებითად მოქმედებს.
- 17 ოქტომბერი 2015
- 2 101
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.