სალგადო:„კრიშტიანო რონალდუ მუდამ მშიერს ჰგავს“
მიჩელ სალგადომ მადრიდის „რეალსა“ და მის ფებხურთელებზე ისაუბრა...
„მადრიდის „რეალში“ თამაში ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი იყო. ამ გუნდთან ერთად არაერთი ტიტული მოვიგე და უდიდესი სიხარული განვიცადე. „რეალი“ ყოველთვის საოცნებოა.“
„სამეფო კლუბში ყოველთვის დიდი კონკურენცია იყო და ახლაც ასეა, ყოვეთვის უნდა ეცადო საუკეთესო ფეხბურთი ითამაშო და შესაძლებლობები დაამტკიცო, სხვაგვარად აბარგება მოგიწევს.“
„რაფალ ბენიტესი ჭკვიანი მწვრთნელია, მას დიდი კრიტიკა დაატყდა თავს, მაგრამ საქმით უნდა დაგვიმტკიცოს, რომ იმსახურებს გუნდის სათავეში დგომას.“
„კარვახალი? მიხარია, რომ ჩემ პოზიციაზე მადრიდის „რეალს“ ნომერ პირველი ესპანელი მარჯვენა მცველი ჰყავს.“
„კრიშტიანო რონალდუ ყოველთვის მშიერს და მწყურვალს ჰგავს, მას ტიტულები არასდროს ეყოფა იმისათვის, რომ „დანაყრდეს“, პორტუგალიელის თამაშის ხარისხი მართლაც აღმაფრთოვანებელია.“
- 17 ოქტომბერი 2015
- 2 268
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.