ბენიტესი:„რაულის ეპოქა სრულდება“
რაფაელ ბენიტესმა „ლევანტესთან“ მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა...
„რაულს უდიდეს პატივს ვცემ და რაღა თქმა უნდა, დღევნადელ პრეს-კონფენრეცია სწორედ მასზე საუბრით გავხსნი. ეს არის ადამიანი, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში. ვიმედოვნებ, ის იქნება ისეთივე წარმატებული ცხოვრების ახალ ეტაპზე, როგორიც აქამდე იყო.“
„ნამდვილად არ ვიცი სად დასაქმდება რაული და როგორ მომავალს აირჩევს, იმ ამ წუთისთვის კვლავაც ფეხბურთელია. ამ საკითხზე თავად გონსალესიც ვერ ისაუბრებს.“
„მწვრთნელობა? ეს უკვე ელ კაპიტანოს გადასაწყვეტია. თუ გადაწყვეტს დიდ ფეხბურთში დაბრუნებას, მე მას მხოლოდ წარმატებულ კარიერას ვუსურვებ.“
„ჩვენ გვყავს ლეგენდა, რომელსაც რაული ჰქვია, ის უშუალოდ უკავშირდება მადრიდის „რეალს“, ეს ორი ცნება ყოველთვის ერთმანეთი იქნება გაჯერებული.“
„სიმართლე გითხრათ, არ მაინტერესებს რა თქვა ბეილი აგენტმა, გუნდში ბრწყინვალე სიტუაციაა, ფეხბურთელებს შორის დაპირისპირება არ არსებობს, ისინი ერთი მიზნისთვის არიან შეკრულნი და ბოლომდე იბრძვიან წარმატებისთვის. მე ვერ ვიტყვი რას ამბობს ლუკა მოდრიჩი მატეო კოვაჩიჩზე, არ არის გამორიცხული, ის ყველას ერჩივნოს, ასევე ვერ ვიტყვი, რას ამბობს ბენზემა ვარანზე. შესაძლოა, კარიმისთვის ვარანი ოქროს ბურთის ღირსი იყოს. ანალოგიურის თქმა შემიძლია ბარნეტზეც, ყველა ადამიანს თავისი მოსაზრება აქვს.“
„ის, რაც ჩვენს გუნდში ხდება არანორმალურია, მაგრამ ასეთ პირობებში გვიწევს მუშაობა სანაკრებო ბატალიებმა უკვე მეორედ დაგვასვა დაღი, ფეხბურთელების კუნთები არც ისე კარგ მდგომარეობაში, ასევე დაშავებული გვყავს რამდენიმე ლიდერი. წინ მძიმე მატჩები გველის, კვირაში ორჯერ მოგვიწევს მოედანზე გასვლა, რიკსები კი იმატებს, აქედან გამომდინარე დიდი სიფრთხილე გვმართებს.“
„როდესაც იტალიაში ვმუშაობდი, ტრავმიანობის რისკი გაცილებით მაღალი იყო, რადგან სერია „ა“-ში ბევრად უფრო ხისტი თამაშია, ვიდრე ესპანეთის ჩემპიონატში, თუმცა ამდენი ტრავმირებული ფეხბურთელი ერთბაშად არასდროს მყოლია, ეს დიდი პრობლემაა.“
„კრიშტიანო რონალდუმ ოქროს ბუცის გადაცემის შემდეგ განაცხადა, რომ ბოლომდე დაეხმარება გუნდს ტიტულების მოპოვებაში, ეს ჩვენთვის დამატებითი მოტივაციაა, მთელი გუნდი ერთმუშტად არის შეკრული.“
„ჩვენი მომდევნო მეტოქე საკმაოდ მჭირდო ფეხბურთს თამაშობს და ხშირად აფიქსირებს ფრეს, აქედან გამომდინარე ტაქტიკურად გამართული და სწრაფი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, რათა მეტოქის კარის აღება შევძლოთ. „ლევანტეს“ მწვრთნელი საკმაოდ ჭკვიანი სპეციალისტია და იცის, რა დონის გუნდთან აქვს მის კოლექტივს საქმე.“
„ამ კვირაში არაერთმა სპეკულაციამ გაიჟღერა, თითქოს ჩემ ფეხბურთელებს კარლო ანჩელოტი ენატრებათ და ჩემი წასვლა სურთ. რატომღაც, ჟურნალისტებს ძალიან უყვართ ყველაფრის დრამატიზება და ხშირად წინადადების კონტექსტიც კი არ არის სწორი.“
„ორ შეხვედრაზე ვფიქრობთ, ჯერ „ლევანტესთან“, შემდეგ კი „პსჟ“-სთან. დანილო აუცილებლად ითამაშებს, ის დანიელ კარვახალს ჩაანაცვლებს. რამოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ მიმიღია, სამედიცინო შტაბთაბ ინტენსიურ კავშირზე ვარ.“
„სელტასთან დაპირისპირებაზე ვერ იფიქრებ, როდესაც ჩემპიონთა ლიგის მატჩი გაქვს სათამაშო. საკმაოდ რთული მატჩები გველის, კალენდარი არც ისე მოსახერხებულია, მაგრამ ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული.“
„ესპანელი ვარ და ესპანურ გუნდებს კარგად ვიცნობ. სამეფო თასზე „კადისს“ დავუპირისპირდებით. მერწმუნეთ, ეს არის მდიდარი ტრადიციების მქონე გუნდი, რომელიც იბრძოლებს.“
„არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სურთ დესტაბილიზაცია, მაგრამ „ბლანკოსში“ ყველაფერი რიგზეა.“
„ლუკა მოდრიჩის და კარიმ ბენზემას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მათი თამაში „ლევანტეს“ წინააღმდეგ უკვე გამოირციხა, თუმცა არ ვიცით შეძლებენ თუ არა პარიზელთა წინააღმდეგ ასპარეზობას, მეტი ალბათობით არა, მაგრამ დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.“
„როტაცია? ახლა ამაზე საუბრის დრო არ არის. „ლევანტესთან“ გუნდი სუსტი შემადგენლობით ითამაშებს, შეგვიძლია გაცილებით ძლიერები ვიყოთ, მაგრამ ტრავმიანობა ყველაფერში ხელს გვიშლის. ჩვენ უკვე ყველა რესურსი ამოვწურეთ და სხვა ფუფუნება აღარ დაგვრჩა.“
„მე პირადად რაულ გონსალესს, 5 საუკეთესო ესპანელს შორის შევიყვანდი.“
„სამეფო კლუბს პროფესიონალიზმით აღსავსე სამედიცინო შტაბი ჰყავს, თითოეულ წევრს მინდა მადლობა გადავუხადო, რადგან მძიმე ჟამი გვიდგას, თუმცა ისინი ბოლომდე იხარჯებიან იმისათვის, რომ ფეხბურთელებს რეკორდულ დროსი ჩადგნენ ფორმაში.“
- 16 ოქტომბერი 2015
- 5 214
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.