რაულ გონსალესი - მადრიდის „რეალის“ ლეგენდა
სამეფო კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა რაულ გონსალეს კიდევ ერთი სტატია მიუძღვნა...
რაულ გონსალესი - მადრიდის „რეალის“ ლეგენდა, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდებას აპირებს. ფეხბურთელი, რომელმაც „რეალთან“ ერთრად ეპოქა შექმნა.
ბლანკოს დებიუტი სამეფო კლუბის რიგებში 1994 წლის 29 ოქტომბერს, „ლა რომარედაზე“ „სარაგოსას“ წინააღმდეგ შედგა, მას შემდეგ კაპიტანმა 16 სეზონი დაჰყო დედაქალაქში, ითამაშა 741 მატჩი და გაიტანა 323 გოლი.
რაულმა „რეალის“ მაისურით 16 ტიტული მოიგო. ელ კაპიტანო 3-ჯერ ჩემპიონთა ლიგის თასს დაეუფლა, 2-ჯერ საკონტინენტთაშორისო თასს, ერთხელ ევროპის სუპერთასს, 6-ჯერ ესპანეთის ლა ლიგას, 4-ჯერ კი „ლა კოპას“.
გონსალეს უდიდესი წვლილი მიუძღვის ჩემპიონთა ლიგის ფინალებში, სწორედ მისი გოლების წყალობით ახერხებდა „ბლანკოსი“ საუკეთესო გუნდის ტიტულის მოპოვებას.
გონსალეს ბლანკომ „რეალი“ ჟოზე მოურინიოს მმართველობის დროს დატოვა, მან გეზი გერმანიისკენ, კერძოდ „შალკე04“-ისკენ აიღო, სადაც გულშემატკივართა საყვარელი ფეხბურთელი გახდა, შემდეგ იყო „ალ სადი“, ამის შემდეგ კი ესპანელმა „ამერიკაში“ წასვლა გადაწყვიტა, სადაც ახლაც იმყოფება და პროფესიონალური კარიერის ბოლო დღეებს ითვლის.
Siempre El Capitano
- 16 ოქტომბერი 2015
- 2 573
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.