გუტი: "გუნდი უკეთ თამაშობს"

როგორც იცით გუტი დიდი ხნის პაუზის შემდეგ ისევ გამოვიდა სანტიაგო ბერნაბეუზე.

"თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ეს თვე ჩემთვის არასასიამოვნო იყო, რადგან ძალიან ბევრი ტრავმა მქონდა. ამჟამად გამოვკეთდი და ძალიან ბედნიერი ვარ."

"გუნდი შესანიშნავად თამაშობს. ფეხბურთელები ერთმანეთს უკეთ ვუგებთ და თმაშის ხარისხიზ საგრძნობლად გაიზარდა. ეს ყველაფერი კი ბევრი ვარჯიშის შედეგია."

"თუ "ბარსელონა" წააგებს, ჩვენ ვალდებულები ვიქნებით ეს შანსი გამოვიყენოთ და გადავუსწროთ მათ. მე არ ვამბობ, რომ "ბარსა" ცუდი გუნდია, მაგრამ მათი დამარცხება სავსებით შესაძლებელია. ამის ნათელი მაგალითი Copa del Rey-ზე "სევილიას" გასვლაზე გამარჯვებაა. თუ სევილიელებმა დღეს გაიმარჯვეს, ამან შეიძლება კატალონიური კლუბის დასუსტება გამოიწვიოს."

"ჩემი აზრით, რაული გუნდის საუკეთესო ფეხბურთელია. იგი "რეალისთვის" ძალიან დიდ სამუშაოს ასრულებს, როგორც ამას თავის დროზე ზინედინ ზიდანი და ლუიშ ფიგუ აკეთებდნენ."

"ბილბაოს "ატლეტიკი" ძალიან ძლიერი კლუბია. ევროპის ლიგაზე და ლა ლიგაზე ისინი საკმაოდ წარმატებულად თამაშობენ, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ მათი დამარცხება არ გაგვიჭირდება."

"ჩვენ ლა ლიგაზე და ჩემპიონთა ლიგაზე ვასპარეზობთ. იმდეი მაქვს ამ ორივე ტიტულს მოვიპოვებთ, თუმცა ორივე გათამაშებაზე "ბარსელონა" მონაწილეობს და შესაძლოა მათ რამოდენიმეჯერ შევხვდეთ."


ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com

სტატიის ავტორი: EL Gio

  • Junior
  • 13 იანვარი 2010
  • 2 694
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)