პეპე „ლევანტესთან“ 99% ითამაშებს
გავრცელებული ინფორმაციით, კეპლერ პეპე აღდგენითი პროცესი ბრწყინვალედ მიმდინარეობს და ის „ლევანტესთან“ მატჩში შესაძლოა, ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინოს...
სერხიო რამოსს მხარზე პრობლემა კვლავაც აქვს, აქედან გამომდინარე მისი თამაში სათუოა.
რაფაელ ბენიტესი უკვე ფიქრობს, რომ ვალენსიელთა წინააღმდეგ მოედანზე პორტუგალიურ-ფრანგული დუეტი გაიყვანოს პეპე-ვარანის სახით.
ამასთანავე ბრუნდება დანილოც, რომელი დანიელ კარვახალს ჩაანაცვლებს. ბრაზილიელ ფეხბურთელს დიდი ხანი გაუცდა, მაგრამ სასტარტო შემადგენლობაში მას ადგილი გარანტირებული აქვს, ვინაიდან ალვარო არბელოას სათამაშო კონდიცია ოპტიმალურისგან შორს არის.
- 13 ოქტომბერი 2015
- 1 367
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.