ვინ იქნება რეალური გალაქტიკო მადრიდში-კაკა თუ რონალდუ?

ვინ იქნება რეალური გალაქტიკო მადრიდში-კაკა თუ რონალდუ?


ის ორი, რომლებზედაც ჩვენ ეხლა გვექნება საუბარი , არიან პირველი და მესამე იმ ფეხბურთელთა სიაში, რომლებშიც ყველაზე დიდი თანხა იქნა გადახდილი. ამ ორმა ფეხბურთელმა მიიღო Ballon d’Or’s-ის ჯილდო და ორივე მათგანი 2008 წლის საუკეთესო ფეხბურთელთა სამეულში იყო,მაგრამ ეხლა ორივეს ერთ კლუბში მოუწევთ თამაში და საკითხავია რამდენად შეეწყობიან ისინი ერთმანეთს.

ნათქვამია, რომ ფულით ვერ იყიდი ჯამრთელობასა და ბედნიერებას, მაგრამ სწორედ ფული აღმოჩნდა ის ძირითადი საშუალება, რომლის დახმარებითაც მადრიდის რეალმა მოახერხა მსოლფიოს ყველაზე წარმატებული ორი ფეხბურთელის ყიდვა. ჯერ მხოლოდ რამდენიმე კვირაღაა გასული მას შემდეგ, რაც მადრიდის რეალში “საპრეზიდენტო არჩევნების” (ბრჭყალებში იმიტომ ჩავსვი, რომ პრაქტიკულად პერესს არც მიუღია მონაწილეობა არჩევნებში-იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მას მოწინააღმდეგე არ ყავდა ავტ. შველა) ჩატარდა და მისმა ახალმა პრეზიდენტმა უკვე მოახერხა კლუბში ორი ხმაურიანი ტრანსფერის განხორციელება. პერესმა ამ სამ კვირაში დაანახა ხალხს, რომ ის არ აპირებს უქმად ჯდომას და დაპირებების არ შესრულებას, ხოლო დაპირება კი ყველას გვახსოვს რაც იყო: საუკეთესოები მსოფლიოში+საუკეთესო ესპანელები+საუკეთესო კანტერას მოთამაშეები=[b]ოცნების კლუბს[/b] (ე.წ. Dream Team-ი).

მისი პრეზიდენტად არჩევის შემდეგ , პერესმა ტრანსფერის შედეგად კლუბში მოიყვანა სერია ა-ს საუკეთესო მოთამაშე და ინგლისის პრემიერ-ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი და ეს იმისთვის, რომ გულშემატკივრებისთვის დაენახვებინა მისებური ხედვა მადრიდის რეალის აყვავებისა. სულ რაღაც ერთი წლის წინ , ასეთი რამე მხოლოდ ფანტასტიკურ ვიდეო თამაშებში შეიძლება განგეხორციელებინა , ეს უბრალოდ არარეალური იყო, მაგრამ დღეს ის დროა, როცა ფანტასტიკა და არეალური რეალობად იქცა და რაც მთავარია ვილია,ხავი ალონსო,რიბერი,მაიკონი და სხვები ჯერ კიდევ ოცნებად რჩება , ოცნებად, რომელსაც ახდენა პერესის ხელში ,არამარტო ჩემი, არამედ ნებისმიერი მადრიდისტის აზრით უწერია. ასე რომ ოცნებების ახდენა მხოლოდ დაიწყო და იმედია, რომ გაგრძელდება.

მაგრამ ამასთანავე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერების სიაში პირველ ნომრად განთესილმა რონალდუს ტრანსფერმა და ანალოგიურ სიაში მესამე ნომრად განთესილმა კაკას ტრანსფერმა , მადრიდის რეალის გულშემატკივართა დიდი ხნის ნატვრა და ოცნება აახდინა და აწი არავინ არ ელოდება, რომ რონალდუში გადახდილზე მეტს პერესი ვინმეში გადაიხდიდეს. ერთადერთი კითხვა , რაც ამ ორი დიდი ფეხბურთელის გადმოყვანის შემდეგ ნებისმიერ გულშემატკივარს გაუჩნდება არის ის, თუ ვინ აიღებს საკუთარ თავზე მადრიდის რეალის თილისმის როლს-კაკა თუ რონალდუ?

ორივე მათგანი,როგორც კაკა,ასევე რონალდუ დაკავშირებულ იყვნენ შესაბამისად მილანისა და მანჩესტერ იუნაიტედის სიძლიერესთან. “ოქროს ბიჭი”,როგორც მას მილანის გულშემატკივრები მოიხსენიებდნენ სულ მუდამ იყო მილანის წარმატებისა და სიძლიერის ფორმულა. ისე ჩანდა , რომ მილანელები ფინანსურ კრიზისში რომც დამხრჩვალიყვნენ, კაკას მაინც არ გაყიდიდნენ.

ვინ იქნება რეალური გალაქტიკო მადრიდში-კაკა თუ რონალდუ?


რელიგიური ფეხბურთელი, რომელიც მუდამ ატარებს მაისურს ერთადერთი წარწერით: “მე ვეკუთნი ქრისტეს”,

ვინ იქნება რეალური გალაქტიკო მადრიდში-კაკა თუ რონალდუ?


ფეხბურთელი, რომელიც გატანილ გოლებს მხოლოდ ერთადერთი ჟესტით აღნიშნას-ცისკენ აწვდილი ხელები,

ვინ იქნება რეალური გალაქტიკო მადრიდში-კაკა თუ რონალდუ?


ფეხბურთელი, რომელიც “ვაჟიშვილი” იყო მანამ, სანამ ცოლი არ მოიყვანა-

ვინ იქნება რეალური გალაქტიკო მადრიდში-კაკა თუ რონალდუ?


ეს კაკაა. კაკას კარგი თამაში აისახებოდა მილანზე და როგორც მილანის მაისურის წითელი და შავი ხაზები არიან განუყოფელნი, ისე იყო ერთმანეთთან შერწყმული კაკა და მილანი , კაკა იყო მილანი, ხოლო მილანი იყო კაკა.

რაც შეეხება რონალდუს, ის ერთგვარი “ანტიქრისტეა” კაკასთვის,

ანტიქრისტე არა საფეხბურთო გაგებით, არამედ მისი ცხოვრების სტილიდან გამომდინარე. ფეხბურთელი, რომელმაც არ იცის თანაგუნდელები,არ სცემს მათ პატივს (გაიხსენეთ პორტუგალია ინგლისის დაპირისპირება, როცა რონალდუს სიმულაციის გამო მოედნიდან რუნი გააგდეს, რომელიც მისი თანაკლუბელი იყო მანჩესტერ იუნაიტედში), ფეხბურთელი, რომელიც კაკასგან განსხვავებით,ქალებს ჩვრებივით იცვლის

ვინ იქნება რეალური გალაქტიკო მადრიდში-კაკა თუ რონალდუ?


(ერთ-ერთ ინტერვიუში რონალდუმ აღნიშნა, რომ ის მარტო ბურთზეა შეყვარებული და რომ მას ერთ ქალთან ყოფნა დიდხანს არ შეუძლია), ფეხბურთელი, რომელიც აწყობს “ორგიებს” საკუთარ თანაკლუბელებთან ერთად (იმედია ამის დამამტკიცებელ სურათებს არ მომთხოვთ wink ) - ეს რონალდუა.

მანჩესტერში რონალდუ იყო , როგორც ფეხბურთელი , რომელიც თავისი თამაშით “ერთობოდა”, ბრწყინვალე ფეხბურთელი, არამარტო თავისი სათამაშო ტექნიკით, არამედ საკუთარი ჰოლიუდური შარმით, ექსტრაორდინალური და ძვირადღირებული მანაქანით.

ვინ იქნება რეალური გალაქტიკო მადრიდში-კაკა თუ რონალდუ?

როგორც მასზე წინ ბექემი, რონალდუც ფეხბურთელთან ერთად ინგლისში და არამარტო ინგლისში, იქცა ერთგავრ ბრენდად , რომელზეც მონოპოლიურ უფლებას მარტო თავად ფლობდა.

მადრიდს ორივე ტიპის ფეხბურთელი უყვარს. ფაქტიურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პერესმა ამ ორი ვარსკვლავის გადმოყვანით მადრიდის რეალის გულშემატკივრების ორივე მხარის მოთხოვნილებები გაითვალისწინა. როგორც წესი , მადრიდის რეალის გულშემატკივრებს უყვართ არამარტო ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც მოედანზე სასწაულებს აკეთებენ და ხალხს აიცებენ, არამედ ისეთებიც, რომლებიც საკუთარი მონაცემებით ახდენენ საკუთარი თავის თვითრეალიზაციას. მაშინ როცა მასზე წინ ზიზუს იცნობდნენ, როგორც ნაკლებად მოსაუბრე პროფესიონალს, კაკაც დღესდღეობით მისსავე გზას ადგას, ხოლო რონალდუ კი საქვეყნოდ ცნობილია, საკუთარი გამონათქვამებით, ის ყოველთვის ურთიერთობს პრესასთან და ეს მას გარკვეულ სიამოვნებასაც ანიჭებს და სწორედ მისგან მოელიან მადრიდისტები “სანახაობას”, როგორც მოედანზე ასევე მოედანს გარეთ.

რაც შეეხება ტალანტს, ამ მხრივ ორივე მათგანი უმაღლეს დონეზე იმყოფება და ასევე აღნიშვნის ღირსია, რომ ბოლო წლებში ცოტა არ იყოს ორივემ უკლო თამაშს.

წინა სეზონში რონალდუმ ყველა ჩემპიონატში მოახერხა 42 გოლის გატანა, ეს მისსავით ექსტრაოდრინბარული და შესაშური მაჩვენებელი იყო , მაგრამ წელს სხვადასხვა მიზეზების (უფრო სწორად ტრავმების) გამო პორტუგალიელმა რბილად რომ ვთქვათ ფორმა დაკარგა.

მიუხედავად იმისა, რომ კაკასაც წელს სეზონი არ გამოუვიდა , ის მაინც საუკეთესოდ ითვლება. საუკეთესოა მისი დრიბლინგი. ასაკთან შედარებით (27 წლის) ის მაინც ითვლება ერთ-ერთ უსწრაფეს ფეხბურთელად, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბურთთან ერთად მირბის , ამ დროს მისთვის ბურთის წართმევა ფაქტიურად შეუძლებელია.

რა თქმა უნდა უმნიშვნელოვანესი კითხვა არის ის, თუ როგორ შეეწყობა მოედანზე ეს ორი ფეხბურთელი ერთმანეთს.

ვინ იქნება მომავალი "ოცნების კლუბი"-ს ლიდერი?

1. კაკა - 1 (20%)
20%
2. რონალდუ - 4 (80%)
80%
3. საკუთარი ვარიანტი - 0 (0%)
0%
  • shvela
  • 2 ივლისი 2009
  • 9 904
  • 4

1

10 აპრილი 2018 21:14

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
Ronaldo belay

2

8 ივნისი 2019 20:24

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
მაგარ კომებს ადზრობ :D

3

10 აპრილი 2020 16:18

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
Ehh kaka bijos. Ra kaci gaapucha mom arada manamde 1 wlit adre sanam gadavidoda Ronaldo da iunaitedi atria kakam

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)