სერხიო რამოსი რაფაელ ბენიტესს დაუპირისპირდა
გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდის „რეალის“ მთავარ მწვრთნელს, რაფაელ ბენიტესს გუნდის კაპიტანი, სერხიო რამოსი დაუპირისპირდა...
წინასწარი ინფორმაციით, დაპირისპირების თემა ბენიტესის გადაჭარბებული კომენტარები იყო, რომელმაც რამოსს პირველ ტაიმში დაშვებული შეცდომა ვერ აპატია. (საუბარია თერთმეტმეტრიანამდე დაშვებულ შეცდომასა და 4-5 წამში მიღებულ თერთმეტმეტრიანზე).
სერხიო რამოსმა გააცნობიერა საკუთარი შეცდომა და მატჩისშემდგომ კომენტარში აღნიშნა კიდეც, რომ უბრალოდ ბრძოლის შედეგად მოუვიდა ეს ყველაფერი. შეცდომისგან დაზღვეული კი არავინ გახლავთ.
როგორც სჩანს, ბენიტესს ზედმეტი მოუვიდა, რამაც ფეხბურთელის აღშფოთება გამოიწვია.
ესპანურ მედიაზე დაყრდნობით, კაპიტანსა და მთავარ მწვრთნელს შორის სერიოზული დაძაბულობაა და საქმეში შესაძლოა, უფრო მაღალი ეშელონებიც ჩაერთოს.
- 7 ოქტომბერი 2015
- 6 393
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.