რამოსი:„დერბიმ ძალა შემმატა“

სერხიო რამოსი ესპანეთის ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული. კაპიტანმა ჟურნალისტებისთვის დრო გამონახა...

„ვიცოდი, რომ მადრიდული დერბი გვიახლოვდებოდა, ამიტომ ყველაფერს ვაკეთებდი მწყობრში დროულად ჩასადგომად. ბევრი ვიბრძოლე იმისათვის, რომ ფორმა მომერგო და მოედანზე გავსულიყავი, დერბი განსაკუთრებული მოტივაციაა.“

„ბენიტესი დიდი მწვრთნელია, მას შეუძლია მაქსიმუმი დადოს, აქედან გამომდინარე მთავარი მუშაობაა.“

„კალდერონზე კარგად ვითამაშეთ, მაგრამ დროზე ადრე მოვეშვით და დავისაჯეთ კიდეც. 3 ქულის მოპოვების რეალური შანსი გავუშვით ხელიდან.“

„ჩემმა შეცდომამ კეილორ ნავასს ბრწყინვალე შანსი მისცა, რომელიც კოსტა-რიკელმა გამოიყენა. პირველ მომენტში ბავშვივით მოვიქეცი, შემდეგ კი ბევრი ვიბრძოლე, თუმცა არ მეგონა თუ თერთმეტმეტრიანი დაინიშნებოდა. საბედნიეროდ, კიპერმა ბრწყინვალედ იასპარეზა.“

„ჩემი ურთიერთობა პიკესთან? მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელი ვარ, ის კი კატალონიელთა ღირსებას იცავს. ნაკრებში ჩვენ ერთმუშტად შეკრულები ვართ, მაგრამ სხვა ასპექტებში ნანდმვილად ვერ შევძლებთ ერთმანეთს გავუგოთ.“

„ბუნებრივია, ლიონელ მესის არყოფნა კატალონიელებს ეტყობათ, ის ხომ საოცრად თამაშობს.“

  • Hala
  • 6 ოქტომბერი 2015
  • 1 478
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)