პრესა:“კარვახალი მინიმუმ სამი კვირით დაემშვიდობა მინდორს„
ძალიან სამწუხარო ინფორმაცია მადრიდელებისთვის.
როგორც იცით დანიელ კარვახალმა “ატლეტიკოსთან„ გამართულ მატჩში ტერფი დაიზიანა, რის შედეგადაც ის შესაცვლელი შეიქმნა. პრესამ განაცხადა, რომ ესპანელი მადრიდის „რეალს“ მინიმუმ 3 კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება. ტრავმამ პროგნოზი არ გაამართლა და სერიოზული აღმოჩნდა.
ახალგაზრდა ესპანელი უკვე პირველ ტაიმში შეცვალა რაფა ბენიტესმა და მის ნაცვლად გამოცდილი ალვარო არბელოა შემოვიდა. კარვახალი 21 დღის განმავლობაში ვერ დაეხმარება როგორც გუნდს ასევე საკუთარ ნაკრებს.
შესაბამისად დანიელ კარვახალი გამოტოვებს ევრო 2016 წლის შესარჩევ ეტაპს: ლუქსემბურგთან მატჩს (გაიმართება 9 ოქტომბერს) და უკრაინასთან მატჩს (გაიმართება 12 ოქტომბერს)
ამასთანავე განაპირა მცველი ვერ დაეხმარება გუნდს „ლევანტეს„ წინააღმდეგ და ჩემპიონთა ლიგაზე „პსჟ“-ს წინააღმდეგ.
წყარო: SportsMole.Co.Uk
- 5 ოქტომბერი 2015
- 2 886
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.