დიბალა: "მორატას პლიუსი ისაა, რომ "რეალის" აღზრდილია"
ტურინის "იუვენტუსის" ფეხბურთელმა, პოლ დიბალამ თანაგუნდელ ალვარო მორატაზე და მათ ურთიერთობაზე ისაუბრა.
"ალვარო ჩემი ძალიან ახლო მეგობარია. ჩვენ დიდებული ურთიერთობა გვაქვს. როდესაც "იუვენტუსში" გადმოვედი, მან განმიცხადა, რომ ტურინულ გრანდთან გაფორმებული ხელშეკრულებით ბედნიერი იყო და დღემდე ასე არის. მე და ალვარო ჯერ ძალიან ახალგაზრდები ვართ. წინა წელთან შედარებით პროფესიულად ძალიან გავიზარდეთ, რაც "ბებერი ქალბატონის" დამსახურებაა."
"მორატას ყველაზე დიდი პლიუსი ის არის, რომ იგი მადრიდის "რეალის" აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელია. ალვარო ასევე "ბლანკოსის" ძირითად გუნდშიც თამაშობდა, რაც ახალგაზრდა მოთამაშეს დიდ გამოცდილებას აძლევს, რაც "იუნვეტუსს" ძალიან გამოადგა."
Bernabeudigital.com
- 3 ოქტომბერი 2015
- 3 319
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.