"მადრიდის რეალი" რონალდუს მიღწევას დღეს აღნიშნავს

"მადრიდის რეალი" დღეს ადგილობრივი დროით 13:00 საათზე რონალდუს მიღწევის აღსანიშნავად სპეციალურ ღონისძიებას გეგმავს

ღონისძიებას დაესწრება თავად პორტუგალიელი ფეხბურთელი, მისი ოჯახის წევრები და მისი აგენტი ჟორჟე მენდეში. კლუბში ჯერ არ ახმაურებენ დეტალებს. ღონისძიებას დაესწრება ასევე ბენიტესი, რომელმაც რამოდენიმეჯერ თავი შეიკავა კრიშტიანო რონალდუზე საუბრის დროს მის საუკეთესოდ აღიარებისგან.

კრიშტიანო რონალდუს 323 გოლის გასატანად 308 თამაში დასჭირდა (საშუალოდ 1,04 გოლი თამაშში). ანჩელოტი სწორი იყო, როცა ამბობდა: "მისი ყოლა ნიშნავს, რომ ყველა თამაშს 1:0 უპირატესობით იწყებ". 308 თამაშის ჩატარების შემდეგ რაულის ანგარიშზე მხოლოდ 142 გოლი იყო, ხოლო დი სტეფანოსი კი 255 გოლი.

პორტუგალიელი ფეხბურთელი 30 წლისაა და მოქმედი კონტრაქტი 2018 წლამდე აქვს კლუბთან, მაშინ ის 33 წლის იქნება. როგორც ამბობენ, "მადრიდის რეალი" უკვე მომდევნო წლის ზაფხულიდან აპირებს მისი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მუშაობის დაწყებას. ეს კლუბის პოლიტიკაა, როცა ფეხბურთელის კონტრაქტის ამოწურვამდე ორი წლით ადრე იწყებს მისი კონტრაქტის გადახედვას. ჯერჯერობით ფეხბურთელის მომავალი გაურკვეველია, ვინაიდან როგორც თავად რონალდუმ აღნიშნა: "თავს ბედნიერად გრძნობს "რეალში", მაგრამ არავინ არ იცის, რა მოხდება მომავალში."

წყარო: As

  • shvela
  • 2 ოქტომბერი 2015
  • 2 127
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)