ლუკას ვასკესი:„გამიმართლა, რომ რონალდუსთან ერთად მიწევს „რეალში“ ყოფნა“
ლუკას ვასკესმა „მალმიოსთან“ დაპირისპირება გააანალიზა...
„კარგი მატჩი ჩავატარეთ. მიხარია, რომ გარკვეული დრო მომეცა შესაძლელობების დასამტკიცებლად. ვფიქრობ, მსაჯის გადაწყვეტილება მეტოქის ფეხბურთელის გაძევების შესახებ სწორი იყო, ვინაიდან მან დაარღვია ყოველგვარი სპორტული ნორმა.“
„შეძლებისდაგვარად გუნდის დახმარება მოვახერხე. მიხარია, რომ 3 ქულა ჩავიწერეთ აქტივში და ჯგუფური ეტაპის ლიდერები ვართ.“
„ჩემთვის პრივილეგიაა კრიშტიანო რონალდუსთან ერთად მადრიდის „რეალში“ ყოფნა, ის გახლავთ ფენომენალური ფეხბურთელი, რომელმაც შეუძლებელი შეძლო და საოცარი ციფრები დააფიქსირა.“
- 1 ოქტომბერი 2015
- 2 078
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.