კასილასის პრესკონფერენცია
იკერ კასილასი დღეს დილით "IFFHS"–მ მსოლფიოს საუკეთესო გოლკიპერად დაასახელა. იკერმა კი ამ ჯილდოსთან და გუნდის მომავალ გეგმებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა.
იგუაინი ტრავმირებულია... ეს ბევრ პრობლემას შეგიქმნით?
დიახ, პიპიტა საკმაოდ დიდი ძალაა ჩვენი გუნდისთვის. ამ ბოლო ხანებში უიღბლობა დაგვჩემდა, ყოველ შეხვედრაში მინიმუმ ერთი ფეხბურთელი მაინც იღებს ტრავმას. ეს ჩვენთვის საშინელი სიურპრიზი გახლდათ, გონსალოს არაფერი აწუხებდა და უცებ მძიმედ დაშავდა... პიპიტა ბრწყინვალე ფორმაში იყო, კარიერის პიკს მიაღწია და ბოლოს ბედმა ზურგი აქცია. იგუაინი ახალგაზრდა და ნიჭიერი ფორვარდია, ასეთ ფორმაში მყოფი ახალგაზრდისთვის კი ტრავმა ყველაზე დიდი სულიერი დარტყმაა. ჯერ იყო და პეპე დაშავადა, შემდეგ რაფა და ახლა კიდევ პიპიტა... უკვე ორ მნიშვნელოვან მატჩში დავკარგეთ ქულები, ახლა კიდევ ამდენი ფეხბურთელია დამტვრეული.
როგორ შეხვდით "IFFHS"–ს შედეგებს, თქვენ ხომ 2010 წლის საუკეთესო მეკარედ გაღიარეს?!
უბედნიერესი ადამიანი ვარ. გასულ სეზონში გუნდს არაფერი მნიშნველოვანი არ მოუგია, მაგრამ პერსონალურმა ჯილდოდ უაღრესად დიდი სიხარული მომანიჭა. მე ისევე გავაგრძელებ მუშაობას, როგორც ამას 2009 წელს ვაკეთებდი... ყველაფრისთვის მზად ვარ, საბედნიეროდ გადავრჩი ტრავმას "მალიორკასთან" შეხვედრაში, როდესაც კეიტამ უნებლიედ ჩამარტყა ფეხი საზარდულში... იმედია ყველაფერი კარგად იქნება.
"IFFHS"–მ 2009 წლის საუკეთესო ფეხბურთელად ხავი ერნანდესი დაასახელა...
მან ეს ჯილდო დამსახურებულად მოიპოვა. ხავი ყოველთვის გუნდისთვის იბრძვის, ის არ არის ინდივიდუალური, ის ფენონემალურია კოლექტიურ მოქმედებებში... გასული სეზონი მან დიდებულად ჩაატარა. ვფიქრობ, რომ ეს მის კარიერაში საუკეთესო წელიწადი გახლდათ. ის ბრწყინვალე ფეხბურთელი და დიდებული ადამიანია. მე მას კარგად ვიცნობ, ის ჩემი ბავშვობის მეგობარია და დიდ პატივს ვცემ. მისმა წარმატებებმა დიდი სიხარული მომანიჭა.
დაცვა პეპეს გარეშეც დიდებულად თამაშობს...
გასული ორი თვის მანძილზე, ჩვენი უკანა ხაზის მიმართ კრიტიკა არ ნელდებოდა, მაგრამ საბედნიეროდ მათ ყველას დაუმტკიცეს, რომ შესანიშნავი ფეხბურთელები არიან. ისინი ძალიან ბევრს მუშაობენ და დამსახურებულ შედეგსაც იღებენ... ნოემბრის ყველაზე სუსტ რგოლად დაცვას თვლიდნენ, ახლა კი გუნდის ხერხემლად ითვლება...
როგორ ფიქრობთ, გუნდი იმდენად ძლიერია, რომ ორი ტიტულის მოგების პერსპექტივა გააჩნია?
"ბარსელონაზე" უკეთესად ვერ ვთამაშობთ, მაგრამ მათთან ბრძოლის ჟინი და ძალა ნამდვილად გვაქვს. კატალონიელებს ჯერ არ განუცდიათ მარცხი ლა ლიგაში, მაგრამ სამაგიეროდ ჩვენ მათზე კარგად ჩემპიონთა ლიგაზე გამოვდივართ. "ბლაუგნარა" 2009 წლის ტრიუმფატორი და საუკეთესო გუნდია, მაგრამ მათი დამარცხების ძალა ნამდვილად შეგვწევს.
ინიესტამ განაცხადა, რომ ბევრს მათი წაგება სიამოვნებას ანიჭებს...
მე ეს განცხადება არ მომისმენია. "ბარსელონაში" ისეთივე ადამიანები თამაშობენ, როგორც ჩვენთან, უბრალოდ კატალონიელები ძალიან ბევრს მუშაობენ და შედეგსაც იმკიან. მათი შრომის დაუფასებლობა არ შეიძლება, მაგრამ ჩვენ "ბარსას" კონკურენტები ვართ და მათი წარუმატებლობა ჩვენს წისქვილზე ასხავს წყალს... ის, რომ კატალონიელების წინსვლა ხელს არ გვაძლევს, ეს არავისთვის არ არის უცხო.
"სან მამესის" ატმოსფერო ყველას კარგად მოეხსენება... რთული მატჩი გელოდებათ?
ესპანეთში ყველაზე დიადი ატმოსფერო "სან მამესის" მოედანზეა... ბასკებთან გასვლაზე თამაში დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული, ყველას ჰგონია, რომ "ენფილდზე" ყველაზე კარგი ატმოსფეროა მსოფლიოში, მაგრამ ამას იძახის ის ვინც "ბილბაოში" არ ყოფილა. ის, რომ მადრიდის "რეალი" ბასკურ კლუბზე ძლიერია, ამას არავინ უარყოფს, მაგრამ "სან მამესზე" 22 კაცი გამოდის მოედანზე, რომელთანაც ყველა თანაბარი ძალისაა, გამარჯვებას კი ის მოიპპოვებს, ვინც მეტს იშრომებს...
იმედი გაქვთ, რომ კვირის ბოლოს ლიდერობას ხელში ჩაიგდებთ?
ჩვენც და კატალონიელებსაც ურთულესი შეხვედრები გველის. ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ "ბარსელონას" უფრო კარგი სიტუაცია აქვს, ისინი სახლში თამაშობენ, ხოლო ჩვენ გასვლაზე. "სევილიამ" კოპა დელ რეიზე დიდი სიურპრიზი შემოგვთვაზა და ნურც ახლა გაგიკვირდებათ მათი წარმატება. ამ გუნდს ლა ლიგის მოგების პერსპექტივაც გააჩნია.
რას გვეტყვით ბენზემას მდგომარეობაზე კლუბში?
კარიმი მხოლოდ 22 წლისაა და მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სრულიად ნორმალურია. მას ყოველთვის შეუძლია ჩვენი დახმარება, ახლა კი სრულიად გაეხსნა ხელ–ფეხი, პიპიტა დაშავებულია და ერთ თვეს ისვნებს.
ლა ლიგის მოგება უფრო ადვილია, თუ ჩემპიონთა ლიგის?
ლა ლიგა უფრო "იოლი" ტურნირია, აქ შეცდომების დაშვების უფლება გაქვს, ჩემპიონთა ლიგაზე კი ყველაფერს ერთი მატჩი წყვეტს. ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი, რომ მოიგო არადამიანურად უნდა დაიხარჯო. გამარჯვებისთვის ყველაფერი უნდა გააკეთო...
ინფორმაციის წყარო: Realmadrid.Com
ავტორი: Kevlisha
- 12 იანვარი 2010
- 2 633
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.